რისკები მინიმალურია: რუსეთი ინდოეთიდან დენგეს ვირუსის შეღწევას გამორიცხავს

© photo: Sputnik / Pavel Lisicin / გადასვლა მედიაბანკშიროსპოტრებნადზორის თანამშრომელი ტერიტორიის დამშავებისას
როსპოტრებნადზორის თანამშრომელი ტერიტორიის დამშავებისას - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
გამოწერა
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. „როსპოტრებნადზორი“ ყურადღებით აკვირდება ინდოეთში უცნობი დაავადების აფეთქებას, რომლის მიზეზიც შესაძლოა იყოს დენგეს ცხელება, ჩიკუნგუნიას ვირუსი, იაპონური ენცეფალიტი ან მალარია, რომელიც კოღოებს გადააქვთ, აცხადებენ უწყების პრეს-სამსახურში.
ნათესავები გარდაცვლილის ცხედართან ინდოეთში  - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
მსოფლიო დღეს
უცნობი დაავადების აფეთქება ინდოეთში: მიზეზი, შესაძლოა, დენგეს ვირუსი იყოს
როგორც უწყებაში აღნიშნეს, რუსეთის ტერიტორიის სანიტარიული დაცვის ამჟამინდელი ღონისძიებები შესაძლებელს ხდის მინიმუმამდე დავიდეს ინდოეთიდან ქვეყანაში ინფექციური დაავადებების შეტანის რისკი.
ამასთან აღინიშნება, რომ მანამდე რუსეთში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველწლიურად ფიქსირდება დენგეს ცხელების შეტანის შემთხვევები. მაგალითად, 2020 წელს ასეთი 122 შემთხვევა აღირიცხა, ხოლო წელს „როსპოტრებნადზორმა“ ასევე მიიღო დაავადების რამდენიმე შემთხვევის შესახებ შეტყობინება. დაავადება ძირითადად ტაილანდში, ვიეტნამში, ინდონეზიაში, ინდოეთში, ბანგლადეშში, ჰონკონგსა და მალდივის კუნძულებზე მოგზაურებს ემართებათ.
სასწრაფო დახმარება ინდოეთში - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
მსოფლიო დღეს
იღუპებიან ბავშვებიც: ინდოეთში უცნობ დაავადებას 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშში ბოლო კვირის განმავლობაში 68 ადამიანი დაიღუპა უცნობი ვირუსული ცხელებით, რომელთაგან დაახლოებით 40 ბავშვია. როგორც შტატის ჯანდაცვის საკითხთა წარმომადგენელმა ამიტ მოჰან პრასადმა განაცხადა, დაავადება შესაძლოა დენგეს ვირუსით იყოს გამოწვეული, რომლის გადამტანებიც კოღოები არიან.
საქართველოში დენგეს ვირუსით დაავადების პირველი შემთხვევა 2013 წელს, შემდეგ კი 2016 წელს დაფიქსირდა. 2017 წლის ივლისში დენგეს ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა ბოლნისში. ვირუსი ახალგაზრდა მამაკაცს გადაედო. მას დაავადების მსუბუქი ფორმა აღმოაჩნდა და გამოჯანმრთელდა.
ყველა ახალი ამბავი
0