https://sputnik-georgia.com/20210831/denges-savaraudo-afetqeba-indoetsi-259170838.html
უცნობი დაავადების აფეთქება ინდოეთში: მიზეზი, შესაძლოა, დენგეს ვირუსი იყოს
უცნობი დაავადების აფეთქება ინდოეთში: მიზეზი, შესაძლოა, დენგეს ვირუსი იყოს
Sputnik საქართველო
მიზეზი შესაძლოა დენგეს ვირუსი იყოს
2021-08-31T11:53+0400
2021-08-31T11:53+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
ინდოეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251564683_0:0:3045:1714_1920x0_80_0_0_23b777324315854d0a7bb85404056790.jpg
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. უცნობი ვირუსული ცხელება, რომლის გამოც გასულ კვირაში 70-მდე ადამიანი დაიღუპა ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშში, შესაძლოა დენგეს ვირუსით იყოს გამოწვეული, რომლის გადამტანებიც კოღოები არიან, განაცხადა შტატის ჯანდაცვის საკითხთა წარმომადგენელმა ამიტ მოჰან პრასადმა.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშში ბოლო კვირის განმავლობაში 68 ადამიანი დაიღუპა უცნობი ვირუსული ცხელებით, რომელთაგან დაახლოებით 40 ბავშვია.შტატის ხელისუფლების განკარგულებით, სკოლები 6 სექტემბრამდე დაიკეტა.არსებული ცნობით, უცნობი დაავადების პირველი შემთხვევა 18 აგვისტოს დაფიქსირდა. დაავადებულთა უმეტესობას აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა, გაუწყლოება და სისხლში თრომბოციტების შემცირება. ნაწილს კი დაავადება დენგესთვის დამახასიათებელი სიმპტომები უფიქსირდებოდა — მაღალი ტემპერატურა, თავის ძლიერი ტკივილი, კუნთების ტკივილი, გულისრევა და ლიმფური კვანძების გადიდება.ხელისუფლების განმარტებით, გადაუღებელი წვიმებითა და სიცხეებით გამოწვეული მაღალი ტენიანობის გამო დაზარალებული რაიონები იდეალური გარემოა ინფექციური დაავადებების გასავრცელებლად, რომლებიც კოღოებს გადააქვთ.
https://sputnik-georgia.com/20210830/indoetsi-ucnobi-daavadeba-dafiqsirda-259129388.html
ინდოეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251564683_42:0:2773:2048_1920x0_80_0_0_d73513263ee406cca384eed8907de544.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
დენგე ვირუსი დაავადება ინფექცია
დენგე ვირუსი დაავადება ინფექცია
უცნობი დაავადების აფეთქება ინდოეთში: მიზეზი, შესაძლოა, დენგეს ვირუსი იყოს
11:53 31.08.2021 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. უცნობი ვირუსული ცხელება, რომლის გამოც გასულ კვირაში 70-მდე ადამიანი დაიღუპა ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშში, შესაძლოა დენგეს ვირუსით იყოს გამოწვეული, რომლის გადამტანებიც კოღოები არიან, განაცხადა შტატის ჯანდაცვის საკითხთა წარმომადგენელმა ამიტ მოჰან პრასადმა.
„შემთხვევების გამომწვევი მიზეზები ჯერ ისევ დგინდება, მაგრამ სიმპტომებით — ეს დენგეს ცხელებაა. ჩვენ უკვე ვაცნობეთ ამის შესახებ ჯანდაცვის სახელმწიფო ორგანოებს“, — ციტირებს მას Mirror Now.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშში ბოლო კვირის განმავლობაში 68 ადამიანი დაიღუპა უცნობი ვირუსული ცხელებით, რომელთაგან დაახლოებით 40 ბავშვია.
შტატის ხელისუფლების განკარგულებით, სკოლები 6 სექტემბრამდე დაიკეტა.
არსებული ცნობით, უცნობი დაავადების პირველი შემთხვევა 18 აგვისტოს დაფიქსირდა. დაავადებულთა უმეტესობას აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა, გაუწყლოება და სისხლში თრომბოციტების შემცირება. ნაწილს კი დაავადება დენგესთვის დამახასიათებელი სიმპტომები უფიქსირდებოდა — მაღალი ტემპერატურა, თავის ძლიერი ტკივილი, კუნთების ტკივილი, გულისრევა და ლიმფური კვანძების გადიდება.
ხელისუფლების განმარტებით, გადაუღებელი წვიმებითა და სიცხეებით გამოწვეული მაღალი ტენიანობის გამო დაზარალებული რაიონები იდეალური გარემოა ინფექციური დაავადებების გასავრცელებლად, რომლებიც კოღოებს გადააქვთ.