https://sputnik-georgia.com/20210830/subsidirebuli-ipotekuri-sesxis-programa-1-seqtembridan-amoqmeddeba-259140582.html
სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამა 1 სექტემბრიდან ამოქმედდება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამა 1 სექტემბრიდან ამოქმედდება
Sputnik საქართველო
იპოთეკური კრედიტების გაცემა მოხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი პირველადი და მეორადი ბინის და სახლის შესაძენად ან კერძო სახლის... 30.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-30T14:46+0400
2021-08-30T14:46+0400
2021-08-30T17:52+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1d/252160156_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_91a3496883869bb556bfa3d1ad98e6c6.jpg
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. მთავრობა 1 სექტემბრიდან იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის კომპონენტში სუბსიდიით დაეხმარება იმ ოჯახებს, ვისაც ცხოვრების პირობების გაუმჯობესება სურს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.პროგრამა ითვალისწინებს იპოთეკური სესხის 6%-ის თანადაფინანსებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც პირველი ან მეორე შვილი შეეძინა. მრავალშვილიანი ოჯახების შემთხვევაში, სადაც მესამე ან მეტი ბავშვი დაიბადება, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით 8%-ს დააფინანსებს.სუბსიდია ხუთი წლის განმავლობაში შეეხება ყველა სასესხო ხელშეკრულებას, 60 ათასიდან 300 ათას ლარამდე თანხაზე.მინისტრის თქმით, სუბსიდირების პროგრამა საშუალებას იძლევა, რომ გაიზარდოს მოსახლეობის კეთილდღეობა და გაუმჯობესდეს ყოფითი პირობები.სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს: ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული ერთ წლამდე ასაკის შვილი; ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი; ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.გასულ წელს ხელისუფლებამ მსგავსი პროგრამა გამოიყენა უძრავი ქონების გაყიდვების შემცირების პრობლემის გადასაჭრელად, ასევე მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში დახმარების ფარგლებში. მოქალაქეებისთვის ბინების ყიდვის პროცესის გამარტივების მიზნით მთავრობამ სუბსიდირება გაუწია იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთს, რისთვისაც 70 მილიონი ლარი გამოიყო. 4%-იანი სუბსიდირება ხუთი წლის განმავლობაში შეეხება ყველა სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც 200 ათას ლარს არ აღემატება.
https://sputnik-georgia.com/20210706/ojaxebs-saqarTveloSi-binebis-SeZenaSi-daexmarebian-252234504.html
https://sputnik-georgia.com/20210625/mtavroba-mravalshvilian-ojaxebs-daexmareba-252125549.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1d/252160156_31:0:1168:853_1920x0_80_0_0_eecac7ade3143c000c4f7ffee986d27b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამა 1 სექტემბრიდან ამოქმედდება
14:46 30.08.2021 (განახლებულია: 17:52 30.08.2021) იპოთეკური კრედიტების გაცემა მოხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი პირველადი და მეორადი ბინის და სახლის შესაძენად ან კერძო სახლის ასაშენებლად.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. მთავრობა 1 სექტემბრიდან იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის კომპონენტში სუბსიდიით დაეხმარება იმ ოჯახებს, ვისაც ცხოვრების პირობების გაუმჯობესება სურს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
პროგრამა ითვალისწინებს იპოთეკური სესხის 6%-ის თანადაფინანსებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც პირველი ან მეორე შვილი შეეძინა. მრავალშვილიანი ოჯახების შემთხვევაში, სადაც მესამე ან მეტი ბავშვი დაიბადება, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით 8%-ს დააფინანსებს.
სუბსიდია ხუთი წლის განმავლობაში შეეხება ყველა სასესხო ხელშეკრულებას, 60 ათასიდან 300 ათას ლარამდე თანხაზე.
„1 სექტემბრის შემდეგ ასეთ ოჯახებს, ვისაც აქვს სურვილი, რომ გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები, ან შეიძინოს საცხოვრებელი ბინა, შეუძლიათ მიაკითხონ ბანკებს და ისარგებლონ ჩვენი პროცენტის სუბსიდირების პროგრამით, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრის თქმით, სუბსიდირების პროგრამა საშუალებას იძლევა, რომ გაიზარდოს მოსახლეობის კეთილდღეობა და გაუმჯობესდეს ყოფითი პირობები.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს: ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული ერთ წლამდე ასაკის შვილი; ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი; ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.
გასულ წელს ხელისუფლებამ მსგავსი პროგრამა გამოიყენა უძრავი ქონების გაყიდვების შემცირების პრობლემის გადასაჭრელად, ასევე მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში დახმარების ფარგლებში. მოქალაქეებისთვის ბინების ყიდვის პროცესის გამარტივების მიზნით მთავრობამ სუბსიდირება გაუწია იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთს, რისთვისაც 70 მილიონი ლარი გამოიყო. 4%-იანი სუბსიდირება ხუთი წლის განმავლობაში შეეხება ყველა სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც 200 ათას ლარს არ აღემატება.