მთავრობა მრავალშვილიან ოჯახებს საცხოვრებელი ბინების შეძენაში დაეხმარება

© photo: Sputnikსაცხოვრებელი კორპუსი
საცხოვრებელი კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, მრავალშვილიან და ახალშობილთა ოჯახებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მზადაა მრავალშვილიან და ასევე ახალშობილთა ოჯახებს ახალი ბინების შეძენაში სუბსიდირებით დაეხმაროს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის წარდგენისას. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
ღარიბაშვილი: ქვეყანა გააგრძელებს ევროკავშირისა და ნატოსკენ კურსს

„ჩვენ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და ასევე იმ ოჯახებისთვის, რომელთაც შეეძინათ შვილი, ვიწყებთ ახალ პროგრამას მათი საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით. მათ შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პროგრამის სხვა დეტალები პრემიერს არ გაუსაჯაროებია.

ღარიბაშვილისთვის პრემიერის რანგში ეს პირველი ანგარიშია ექვსი წლის შემდეგ. 2015 წელს პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ღარიბაშვილმა 2021 წლის თებერვალში მთავრობის მეთაურის სავარძელი კვლავ მოირგო. აღნიშნულ თანამდებობაზე მან გიორგი გახარია შეცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0