https://sputnik-georgia.com/20210706/ojaxebs-saqarTveloSi-binebis-SeZenaSi-daexmarebian-252234504.html
ოჯახებს საქართველოში ბინების შეძენაში დაეხმარებიან
ოჯახებს საქართველოში ბინების შეძენაში დაეხმარებიან
Sputnik საქართველო
პროგრამა ითვალისწინებს იმ ოჯახებისთვის იპოთეკური კრედიტის 6-პროცენტიან თანადაფინანსებას, რომლებსაც პირველი და მეორე ბავშვი ეყოლათ. 06.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-06T22:22+0400
2021-07-06T22:22+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0a/250845694_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_0b2ac6a4ac757e2d6320631ab70b29a6.jpg
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. მთავრობა დაუსუბსიდირებს იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთს იმ ოჯახებს, ვისაც ცხოვრების პირობების გაუმჯობესება სურს. განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 10-წლიანი განვითარების გეგმის „ეკონომიკა 2030" პროექტის პრეზენტაციაზე.პროგრამა ითვალისწინებს 6% იპოთეკური სესხის თანადაფინანსებას იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც პირველი ან მეორე შვილი შეეძინათ. მრავალშვილიანი ოჯახების შემთხვევაში, სადაც მესამე ან მეტი ბავშვი დაიბადება, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით 8%-ს დააფინანსებს.სუბსიდია ხუთი წლის განმავლობაში შეეხება ყველა სასესხო ხელშეკრულებას, 60 ათასიდან 300 ათას ლარამდე თანხაზე.„ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მრავალშვილიან ოჯახებზე, რაც ნიშნავს, რომ პირველი ან მეორე შვილის გაჩენის შემთხვევაში, ჩვენ ვაფინანსებთ სესხის მინიმუმ 6% -ს ბინის შესაძენად და თუ ჩვენ ვსაუბრობთ მესამეზე ან თითოეულ მომდევნო ბავშვზე, მაშინ უკვე ვსაუბრობთ 8% თანადაფინანსებაზე, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ პროცენტის უმეტესი ნაწილი სახელმწიფოს მიერ გადაიხდება”, - განაცხადა თურნავამ.მინისტრის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე. მისი დამტკიცება და ამოქმედება სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მოხდება.მთავრობის გეგმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გასაჯაროვდა. თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებზე პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს დააგროვებს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.გასულ წელს ხელისუფლებამ მსგავსი პროგრამა გამოიყენა უძრავი ქონების გაყიდვების შემცირების პრობლემის გადასაჭრელად, ასევე მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში დახმარების ფარგლებში. მოქალაქეებისთვის ბინების ყიდვის პროცესის გამარტივების მიზნით, მთავრობამ სუბსიდირება გაუწია იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთს, რისთვისაც 70 მილიონი ლარი გამოიყო. 4%-იანი სუბსიდირება ხუთი წლის განმავლობაში შეეხება ყველა სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც 200 ათას ლარს არ აღემატება.ამასთან, იპოთეკური სესხების პორტფელის სახელმწიფო გარანტიებისთვის გათვალისწინებული იყო 14 მილიონი ლარი.დღეისათვის საქართველოში ფიზიკური პირებისთვის კომერციულ ბანკებში იპოთეკური სესხის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 12,5%-ს შეადგენს.
https://sputnik-georgia.com/20210205/erovnuli-banki-ipoTekis-subsidirebis-gagrZelebis-winaaRmdegi-250800873.html
https://sputnik-georgia.com/20210319/kreditis-gadzvireba-251215848.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0a/250845694_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_cd23a1f3ba330b6aa1ec6d0568529e18.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
ოჯახებს საქართველოში ბინების შეძენაში დაეხმარებიან
22:22 06.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) პროგრამა ითვალისწინებს იმ ოჯახებისთვის იპოთეკური კრედიტის 6-პროცენტიან თანადაფინანსებას, რომლებსაც პირველი და მეორე ბავშვი ეყოლათ.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. მთავრობა დაუსუბსიდირებს იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთს იმ ოჯახებს, ვისაც ცხოვრების პირობების გაუმჯობესება სურს. განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 10-წლიანი განვითარების გეგმის „ეკონომიკა 2030" პროექტის პრეზენტაციაზე.
პროგრამა ითვალისწინებს 6% იპოთეკური სესხის თანადაფინანსებას იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც პირველი ან მეორე შვილი შეეძინათ. მრავალშვილიანი ოჯახების შემთხვევაში, სადაც მესამე ან მეტი ბავშვი დაიბადება, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით 8%-ს დააფინანსებს.
სუბსიდია ხუთი წლის განმავლობაში შეეხება ყველა სასესხო ხელშეკრულებას, 60 ათასიდან 300 ათას ლარამდე თანხაზე.
„ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მრავალშვილიან ოჯახებზე, რაც ნიშნავს, რომ პირველი ან მეორე შვილის გაჩენის შემთხვევაში, ჩვენ ვაფინანსებთ სესხის მინიმუმ 6% -ს ბინის შესაძენად და თუ ჩვენ ვსაუბრობთ მესამეზე ან თითოეულ მომდევნო ბავშვზე, მაშინ უკვე ვსაუბრობთ 8% თანადაფინანსებაზე, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ პროცენტის უმეტესი ნაწილი სახელმწიფოს მიერ გადაიხდება”, - განაცხადა თურნავამ.
მინისტრის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე. მისი დამტკიცება და ამოქმედება სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მოხდება.
მთავრობის გეგმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გასაჯაროვდა. თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებზე პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს დააგროვებს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
გასულ წელს ხელისუფლებამ მსგავსი პროგრამა გამოიყენა უძრავი ქონების გაყიდვების შემცირების პრობლემის გადასაჭრელად, ასევე მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში დახმარების ფარგლებში. მოქალაქეებისთვის ბინების ყიდვის პროცესის გამარტივების მიზნით, მთავრობამ სუბსიდირება გაუწია იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთს, რისთვისაც 70 მილიონი ლარი გამოიყო. 4%-იანი სუბსიდირება ხუთი წლის განმავლობაში შეეხება ყველა სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც 200 ათას ლარს არ აღემატება.
ამასთან, იპოთეკური სესხების პორტფელის სახელმწიფო გარანტიებისთვის გათვალისწინებული იყო 14 მილიონი ლარი.
დღეისათვის საქართველოში ფიზიკური პირებისთვის კომერციულ ბანკებში იპოთეკური სესხის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 12,5%-ს შეადგენს.