https://sputnik-georgia.com/20210830/saqartvelosi-koronavirusma-eqvsi-wlis-bavsvi-imsxverpla-259153368.html
საქართველოში კორონავირუსმა ექვსი წლის ბავშვი იმსხვერპლა
საქართველოში კორონავირუსმა ექვსი წლის ბავშვი იმსხვერპლა
Sputnik საქართველო
ბავშვს აღენიშნებოდა რამდენიმე სერიოზული დაავადება, კორონავირუსული ინფექციის ფონზე კი სეპტიკური შოკი განვითარდა. 30.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-30T18:56+0400
2021-08-30T18:56+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/32/248183265_0:0:2062:1160_1920x0_80_0_0_ccfb2bbb1217954c5808186686362039.jpg
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. თბილისში, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსის გართულებით ექვსი წლის ბავშვი გარდაიცვალა.კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის თქმით, ბავშვი საავადმყოფოში 27 აგვისტოს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.მედიკოსის განცხადებით, ბავშვს რამდენიმე სერიოზული ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა. გარდა ამისა, ბინაზე მკურნალობის პერიოდში მას კრუნჩხვები განუვითარდა.ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 80 მოზარდი მკურნალობს, აქედან 29 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.სტატისტიკური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლის 10%-ს ბავშვები შეადგენენ.მედიკოსების თქმით, განსაკუთრებული რისკის ჯგუფს ასევე ორსულები განეკუთვნებიან. ექიმები მოუწოდებენ მათ, ვაქცინაცია გაიარონ. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ქვეყანაში 13 ორსული გარდაიცვალა.
https://sputnik-georgia.com/20210821/ciciSvilis-saxelobis-bavSvTa-klinikaSi-Tavisufali-adgilebi-aRar-aris-252639728.html
https://sputnik-georgia.com/20210830/gamyrelize-rekomendebhulia-yvela-orsuli-aicras-258912786.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/32/248183265_287:0:2062:1331_1920x0_80_0_0_3d581a1fd52cc32cb0868109c31e59e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საქართველოში კორონავირუსმა ექვსი წლის ბავშვი იმსხვერპლა
18:56 30.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) ბავშვს აღენიშნებოდა რამდენიმე სერიოზული დაავადება, კორონავირუსული ინფექციის ფონზე კი სეპტიკური შოკი განვითარდა.
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. თბილისში, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსის გართულებით ექვსი წლის ბავშვი გარდაიცვალა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის თქმით, ბავშვი საავადმყოფოში 27 აგვისტოს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.
მედიკოსის განცხადებით, ბავშვს რამდენიმე სერიოზული ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა. გარდა ამისა, ბინაზე მკურნალობის პერიოდში მას კრუნჩხვები განუვითარდა.
„შემოსვლისთანავე დასჭირდა მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. მას ჰქონდა რამდენიმე დაავადება – ცერებრალური დამბლა, ეპილეფსიური სინდრომი, ფსიქომოტორული სფეროს ჩამორჩენა. კოვიდინფექციის ფონზე განვითარდა სეპტიკური შოკი და პაციენტი გარდაიცვალა“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.
ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 80 მოზარდი მკურნალობს, აქედან 29 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
სტატისტიკური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლის 10%-ს ბავშვები შეადგენენ.
მედიკოსების თქმით, განსაკუთრებული რისკის ჯგუფს ასევე ორსულები განეკუთვნებიან. ექიმები მოუწოდებენ მათ, ვაქცინაცია გაიარონ. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ქვეყანაში 13 ორსული გარდაიცვალა.