https://sputnik-georgia.com/20210821/ciciSvilis-saxelobis-bavSvTa-klinikaSi-Tavisufali-adgilebi-aRar-aris-252639728.html
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში თავისუფალი ადგილები აღარ არის
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში თავისუფალი ადგილები აღარ არის
Sputnik საქართველო
შაბათს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 70-კაციან ნიშნულს. ჯანდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა აემოქმედებინა საველე ჰოსპიტლები... 21.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-21T20:00+0400
2021-08-21T20:00+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22777/41/227774123_0:220:2572:1667_1920x0_80_0_0_eb50336c0e0154acb85980aa1d453d0a.jpg
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ციციშვილის სახელობის ბავშვთა მიმღებ კლინიკაში ამ დროისათვის არც ერთი თავისუფალი ადგილი არ არის. რეანიმაციის განყოფილების 25 საწოლი მთლიანად ათვისებულია, აცხადებს კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე.მისი თქმით, რეანიმაციაში მყოფი ბავშვების უმეტესობა 1 წლამდე ასაკის არიან და კორონავირუსის „დელტა“ შტამით არიან ინფიცირებულები.მისი თქმით, ადგილები არასდროს არ არის თავისუფალი, რადგან პაციენტის გაწერისთანავე, შესაძლოა ათ წუთში, ადგილი ისევ შეივსოს.„რეანიმაციაში უფრო მეტად წლამდე ასაკის ბავშები წვანან და საჭიროებენ მკურნალობას, თუმცა არიან მოზრდილებიც, რომლებსაც აქვთ სხვა თანხმლები დაავადებები, ზოგს ონკოლოგიური, ზოგს ტრავმა აქვს. უკვე თითქმის 100% ცირკულირებს დელტა შტამი, ბავშვებში განსაკუთრებით დელტა შტამი გავრცელდა“, - აცხადებს მაია ჩხაიძე.ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.901-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 510.941-ს მიაღწია. დღეს პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - ვირუსმა 74 ადამიანი იმსხვერპლა.ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად მოზრდილი მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 9,7%.
https://sputnik-georgia.com/20210821/nino-lomjariam-COVID-19-iT-rekorduli-letalobis-fonze-xelisufleba-gaakritika-252639630.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22777/41/227774123_28:0:2544:1887_1920x0_80_0_0_9fc3d360115eabc5f46a7d8efed7fb7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში თავისუფალი ადგილები აღარ არის
20:00 21.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) შაბათს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 70-კაციან ნიშნულს. ჯანდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა აემოქმედებინა საველე ჰოსპიტლები, რადგან კლინიკებში ადგილები აღარაა
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ციციშვილის სახელობის ბავშვთა მიმღებ კლინიკაში ამ დროისათვის არც ერთი თავისუფალი ადგილი არ არის. რეანიმაციის განყოფილების 25 საწოლი მთლიანად ათვისებულია, აცხადებს კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე.
მისი თქმით, რეანიმაციაში მყოფი ბავშვების უმეტესობა 1 წლამდე ასაკის არიან და კორონავირუსის „დელტა“ შტამით არიან ინფიცირებულები.
მისი თქმით, ადგილები არასდროს არ არის თავისუფალი, რადგან პაციენტის გაწერისთანავე, შესაძლოა ათ წუთში, ადგილი ისევ შეივსოს.
„რეანიმაციაში უფრო მეტად წლამდე ასაკის ბავშები წვანან და საჭიროებენ მკურნალობას, თუმცა არიან მოზრდილებიც, რომლებსაც აქვთ სხვა თანხმლები დაავადებები, ზოგს ონკოლოგიური, ზოგს ტრავმა აქვს. უკვე თითქმის 100% ცირკულირებს დელტა შტამი, ბავშვებში განსაკუთრებით დელტა შტამი გავრცელდა“, - აცხადებს მაია ჩხაიძე.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.901-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 510.941-ს მიაღწია. დღეს პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - ვირუსმა 74 ადამიანი იმსხვერპლა.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად მოზრდილი მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 9,7%.