როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში

© Facebook / Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia„ფაბრიკა 1900"
„ფაბრიკა 1900 - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
გამოწერა
ერთ წელიწადში ფასები ძირითადად გაიზარდა გადამამუშავებელი და სამთო მრეწველობის, ასევე კვების პროდუქტებზე.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. 2021 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15,1%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 16,7%-ით, მათ შორის სურსათზე – 17,4%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 0,2%-ით.
ზეთი - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
საქართველოში ფასების ზრდამ 11%-ს გადააჭარბა: ახალი სტატისტიკა
მიმდინარე წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,3%-ით შემცირდა.
ადგილობრივი წარმოება
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ივლისში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18,8%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 21%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 21,1%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 21%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,9%-ით გაიზარდა.
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
ექსპორტი იზრდება: რა გადის საქართველოდან
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 12,6%-ით შემცირდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 11,2%-ით, მათ შორის ქიმიურ პროდუქციაზე – 10,1%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 28,9%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 21,9%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 21,9%-ით გაძვირდა.
სამომხმარებლო ფასები
წლიური ინფლაციის დონემ 2021 წლის ივლისში 11,9% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს). სურსათზე ფასები წლიური 14,1%-ით გაიზარდა. ივლისში, ივნისთან შედარებით, ინფლაციის დონემ 1,3% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0