Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

პენიტენციური სამსახური: კორონავირუსით ინფიცირებულია 105 პატიმარი

© Sputnik / Vladimir Umikashviliციხის პერიმეტრი
ციხის პერიმეტრი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
გამოწერა
კოვიდ-ინფიცირებული მსჯავრდებულებიდან 66 პაციენტი თბილისის ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში იმყოფება. ყველა ინფიცირებული მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აცხადებენ უწყებაში.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. პენიტენციურ სისტემაში 105 კოვიდ-ინფიცირებული მსჯავრდებულია, რაც მათი საერთო რაოდენობის მხოლოდ 1%-ს შეადგენს, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა მიმღებ დაწესებულებებში ახლად დაკავებულ პირებში გამოვლინდა. ახლად დაკავებული პატიმრები სპეციალურად მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში თავსდებიან, 8-12 დღიანი მეთვალყურეობის შემდეგ კი მათი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა მხოლოდ კოვიდ-ტესტზე უარყოფითი პასუხის შემდეგ ხდება.
ციხეში - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
კორონავირუსი საქართველოს ციხეებში: ოპოზიცია ფართო ამნისტიას მოითხოვს
პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ 105 ინფიცირებული მსჯავრდებულიდან 66 თბილისის ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში იმყოფება, მათგან 52 პაციენტი სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს და დაკვირვების მიზნით ამავე კლინიკის ე.წ. სასტუმრო ნაწილში იმყოფება.
ხონის საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინო სივრცეში 39 კოვიდ-ინფიცირებული მსჯავრდებულია მოთავსებული. უწყების ცნობით, ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ისინი სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარება გაეწევათ.
თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
თამარ გაბუნია: ციხეებში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია სრულად კონტროლირებადია
გარდა ამისა, პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ პატიმართა 70%-მდე უკვე ვაქცინირებულია.
მანამდე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ამჟამად ერთჯერადად ვაქცინირებულია პატიმრების 66%, ორჯერ კი 55%-ზე მეტი. რაც შეეხება თანამშრომლების ვაქცინაციას, გაბუნიას განცხადებით, ეს პროცესი აპრილის ბოლოდან დაიწყო და თანამშრომლების 80%-ზე მეტია ერთჯერადად ვაქცინირებული, 62%-მდე კი ორჯერ ვაქცინირებული. მისი თქმით, ამგვარი ვაქცინაციის პირობებში ინფექციის გადაცემის ალბათობა პენიტენციურ სისტემაში არის „საკმაოდ დაბალი“.
წვეთოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოში კორონავირუსმა ექვსი წლის ბავშვი იმსხვერპლა
დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულების ამნისტიის ინიციატივით გამოვიდა, რადგან, მისი თქმით, პენიტენციურ სისტემაში მძიმე სიტუაციაა – ციხეებში კორონავირუსის აფეთქებაა, მსჯავრდებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი კი ინფიცირებულია.
გაბუნიას განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი.
17 აგვისტოს მონაცემებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში 9.300-მდე პატიმარი იმყოფება.
ყველა ახალი ამბავი
0