https://sputnik-georgia.com/20210830/covid-19-rogor-gadavitanot-vaqcinacia-martivad-eqimis-rcevebi-259151307.html
როგორ გადავიტანოთ COVID-19-ზე აცრა მარტივად: ექიმის რეკომენდაციები
როგორ გადავიტანოთ COVID-19-ზე აცრა მარტივად: ექიმის რეკომენდაციები
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. იმისათვის, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გვერდითი ეფექტების ალბათობა შემცირდეს, აცრის წინ რაციონში გარკვეული... 30.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-30T18:47+0400
2021-08-30T18:47+0400
2021-08-30T21:29+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24565/73/245657380_0:9:1920:1089_1920x0_80_0_0_e98d916268af4ea8879a330debc7be14.jpg
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. იმისათვის, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გვერდითი ეფექტების ალბათობა შემცირდეს, აცრის წინ რაციონში გარკვეული ცვლილებები უნდა შევიდეს, განუცხადა რადიო Sputnik-ს თერაპევტმა და გასტროენტეროლოგმა ნიკიტა ხარლოვმა.მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის წინ ადამიანმა ტკბილეულზე უარი თქვას, ვინაიდან სისხლში შაქრის მაღალი შემცველობის დროს აცრა უფრო რთულად გადასატანი ხდება.იგივე ეხება ყველა ისეთ საკვებს, რომელიც დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს.„ეს ეხება ყველა ტიპის ნახშირწყლებს, თუნდაც არატკბილს. კარტოფილი, მარცვლეული, პური ასევე ზრდის სისხლში შაქრის დონეს“, — განმარტა ხარლოვმა.ვაქცინაციამდე სიფრთხილეა საჭირო ხილთან მიმართებაშიც. ექიმი გვირჩევს, რომ ხილის რაოდენობა აცრის წინ დაახლოებით ორჯერ შევამციროთ.ამასთან სპეციალისტი განმარტავს, რომ ყველაზე მავნე ვაქცინაციამდე ცოტა ხნით ადრე და ასევე აცრის შემდეგ არის ბანანი, ყურძენი და ნესვი. ერთადერთი გამონაკლისი არის ციტრუსები. ლიმონზე, ლაიმსა და გრეიპფრუტზე უარის თქმა აუცილებელი არ არის.ექიმის თქმით, გარდა იმ საკვებისა, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ზრდის, საჭიროა მოერიდოთ ყველაფერს, რამაც შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.როგორც ექიმი ამბობს, ჭარბმა კვებამ ასევე შეიძლება დარტყმა მიაყენოს იმუნურ სისტემას. ამიტომ უმჯობესია რაციონში ცვლილებები ვაქცინაციამდე რამდენიმე დღით ადრე შეიტანოთ და დაიცვათ დიეტა აცრიდან ორი კვირის განმავლობაში — სანამ პირველადი იმუნური პასუხი არ ჩამოყალიბდება.
https://sputnik-georgia.com/20210816/Tmis-cevna-dafrCxilebis-gafuWeba-COVID-19-is-Semdeg-252597118.html
https://sputnik-georgia.com/20210826/covid-19-martivi-testi-aromatebze-258635457.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24565/73/245657380_213:0:1920:1280_1920x0_80_0_0_4905501c9efa6accbb8a9a7503472e29.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. იმისათვის, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გვერდითი ეფექტების ალბათობა შემცირდეს, აცრის წინ რაციონში გარკვეული ცვლილებები უნდა შევიდეს, განუცხადა რადიო Sputnik-ს თერაპევტმა და გასტროენტეროლოგმა ნიკიტა ხარლოვმა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის წინ ადამიანმა ტკბილეულზე უარი თქვას, ვინაიდან სისხლში შაქრის მაღალი შემცველობის დროს აცრა უფრო რთულად გადასატანი ხდება.
„ვაქცინაციის წინ ტკბილეული ტაბუდადებულია“, — ამბობს ექიმი.
იგივე ეხება ყველა ისეთ საკვებს, რომელიც დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს.
„ეს ეხება ყველა ტიპის ნახშირწყლებს, თუნდაც არატკბილს. კარტოფილი, მარცვლეული, პური ასევე ზრდის სისხლში შაქრის დონეს“, — განმარტა ხარლოვმა.
ვაქცინაციამდე სიფრთხილეა საჭირო ხილთან მიმართებაშიც. ექიმი გვირჩევს, რომ ხილის რაოდენობა აცრის წინ დაახლოებით ორჯერ შევამციროთ.
ამასთან სპეციალისტი განმარტავს, რომ ყველაზე მავნე ვაქცინაციამდე ცოტა ხნით ადრე და ასევე აცრის შემდეგ არის ბანანი, ყურძენი და ნესვი. ერთადერთი გამონაკლისი არის ციტრუსები. ლიმონზე, ლაიმსა და გრეიპფრუტზე უარის თქმა აუცილებელი არ არის.
ექიმის თქმით, გარდა იმ საკვებისა, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ზრდის, საჭიროა მოერიდოთ ყველაფერს, რამაც შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.
„არ გასინჯოთ არანაირი ახალი საკვები. მიირთვით მხოლოდ ის, რის ჭამასაც უკვე დიდი ხანია მიჩვეული ხართ — კონკრეტული მარკის ძეხვეულის ან რძის ჩათვლით. არანაირი ექსპერიმენტი, არანაირი ცნობისმოყვარეობა, არანაირი ეგზოტიკური რამ“, — აღნიშნა ხარლოვმა.
როგორც ექიმი ამბობს, ჭარბმა კვებამ ასევე შეიძლება დარტყმა მიაყენოს იმუნურ სისტემას. ამიტომ უმჯობესია რაციონში ცვლილებები ვაქცინაციამდე რამდენიმე დღით ადრე შეიტანოთ და დაიცვათ დიეტა აცრიდან ორი კვირის განმავლობაში — სანამ პირველადი იმუნური პასუხი არ ჩამოყალიბდება.