აბიტურიენტების საყურადღებოდ: გამოქვეყნდა ჩარიცხვებისა და გრანტის შესახებ ინფორმაცია

© courtesy of NAECაბიტურიენტები
აბიტურიენტები - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
გამოწერა
2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო, მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილი იყო 25 საგამოცდო ცენტრი.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა ჩარიცხვებისა და გრანტების განაწილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
უწყების ინფორმაციით, იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მიიღოს ინფორმაცია ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ, უნდა შევიდეს ვებ-გვერდზე: online.naec.ge და შესაბამის ველში მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი ნახავს საკუთარ შედეგს, ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების თაობაზე.
აბიტურიენტები - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
აბიტურიენტების საყურადღებოდ: გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
გარდა ამისა, საბოლოო შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ – მობილური ტელეფონიდან მათ საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ცხრანიშნა ნომერი უნდა გაგზავნონ ნომერზე 93333.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის სურვილი 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა.როგორც ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, 2021 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 30 ათასამდე აბიტურიენტმა, შესაბამისად, უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 76%-ზე მეტი გახდა სტუდენტი.
რაც შეეხება სახელმწიფო გრანტს, ის გადანაწილდა 6.500-ზე მეტ სტუდენტზე, ხოლო სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლას 4.200-ზე მეტი აბიტურიენტი განაგრძობს. ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1.330-ზე მეტი გამოსაცდელი.
გამოცდები - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
ეროვნული გამოცდები 201-მა ინფიცირებულმა აბიტურიენტმა ჩააბარა
წელს დამატებითი საგამოცდო სესიები დაინიშნა 600-ზე მეტი მონაწილისთვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს დანიშნულ დღეს საგამოცდო ცენტრში მისვლა. მათგან აბიტურიენტი იყო 200-ზე მეტი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რომ რეგისტრაციის გასავლელად აუცილებლად უნდა მიმართონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
ყველა ახალი ამბავი
0