აბიტურიენტების საყურადღებოდ: გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

© photo: Sputnikაბიტურიენტები
აბიტურიენტები - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
გამოწერა
აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტები პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებებს ვეღარ შეიტანენ.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების წაშლისა და დამატების საშუალება ხვალამდე ექნებათ, ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საკუთარ რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა 25 აგვისტოს 18:00 საათამდე ექნებათ.
„ვთხოვთ გამოცდების მონაწილეებს, საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს (გათანაბრებულ ქულებს) და შესაბამისად შეადგინონ მათი საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი“, – ნათქვამია განცხადებაში.
აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები.
საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
თუ მიღებულ ქულებს არ ეთანხმებით: იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო. აბიტურიენტებმა სამი გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი შერჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38.400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
ყველა ახალი ამბავი
0