https://sputnik-georgia.com/20210805/erovnuli-gamocdebis-shedegebis-gasachivreba-iwyeba-252514636.html
თუ მიღებულ ქულებს არ ეთანხმებით: იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება
თუ მიღებულ ქულებს არ ეთანხმებით: იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება
Sputnik საქართველო
აბიტურიენტებმა სამი სავალდებულო გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი – შერჩევით. 05.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-05T20:51+0400
2021-08-05T20:51+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
განათლება საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23617/78/236177881_0:141:1181:805_1920x0_80_0_0_5f9b424db4b0541ff1a5b186171ece32.jpg
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აპელაცია 6 აგვისტოდან დაიწყება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდების საბოლოო შედეგები საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ გამოქვეყნდება.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებისა და სტუდენტების სააპელაციო განაცხადების მიიღება დაიწყება 6 აგვისტოს 10:00 საათიდან და 10 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. სააპელაციო განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით და მის შესავსებად აბიტურიენტი უნდა ეწვიოს ვებ-გვერდებს online.naec.ge და www.naec.ge.გამოცდების ეროვნული ცენტრი სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქციასაც აქვეყნებს: – აპელაციისთვის განკუთვნილ ბმულზე გადასვლის შემდეგ შესაბამის ველში აბიტურიენტმა უნდა შეიყვანოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი; – მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ უნდა დააჭიროს ღილაკს „შესვლა“, შემდეგ კი „განაცხადის შევსება“;– საგნის მითითების შემდეგ აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს დავალებები. თუ გსურთ გაასაჩივროთ მთელი ნაშრომი, უნდა მონიშნოთ ყველა დავალება; – თქვენ მიერ დამუშავებულ ინფორმაციას სისტემა ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა;– დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს „გაგზავნა“ 10 აგვისტოს 18:00 საათამდე.„აბიტურიენტმა ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოს შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის სისტემიდან გამოსვლის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ გაგზავნოს განაცხადი“, – აღნიშნულია განცხადებაში. სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. ერთი შედეგის გასაჩივრების ღირებულება 50 ლარია, შეფასების ცვლილების შემთხვევაში კი (დაკლების ან მომატების) თანხა უკან ბრუნდება. გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი და პირადი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.ცენტრის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს ან სტუდენტს განაცხადი უკვე გაგზავნილი აქვს და გაუჩნდა დავალების ან საგნის დამატების სურვილი, უკვე გაგზავნილი განაცხადი უნდა გააუქმოს წერილობით. გაუქმების თაობაზე უნდა მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (თბილისი, ე. მინდელის ქ. N9, რეგიონებში კი - საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს). მათ გაუქმების შემდეგ განმეორებით მიეცემათ უფლება გააკეთონ ახალი სააპელაციო განაცხადი აპელაციისათვის დადგენილ ვადებში.წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა სამი გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი შერჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38.400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
https://sputnik-georgia.com/20210802/erovnuli-gamocdebi-200-abiturientma-chaabara-252487015.html
https://sputnik-georgia.com/20210720/rodis-gamocxaddeba-erovnuli-gamocdebis-Sedegebi-252367217.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23617/78/236177881_0:30:1181:916_1920x0_80_0_0_f8c063d035a7a3d62c3d50c263867471.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველო
თუ მიღებულ ქულებს არ ეთანხმებით: იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება
20:51 05.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) აბიტურიენტებმა სამი სავალდებულო გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი – შერჩევით.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აპელაცია 6 აგვისტოდან დაიწყება,
ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდების საბოლოო შედეგები საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ გამოქვეყნდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებისა და სტუდენტების სააპელაციო განაცხადების მიიღება დაიწყება 6 აგვისტოს 10:00 საათიდან და 10 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. სააპელაციო განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით და მის შესავსებად აბიტურიენტი უნდა ეწვიოს ვებ-გვერდებს online.naec.ge და www.naec.ge.
გამოცდების ეროვნული ცენტრი სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქციასაც აქვეყნებს:
– აპელაციისთვის განკუთვნილ ბმულზე გადასვლის შემდეგ შესაბამის ველში აბიტურიენტმა უნდა შეიყვანოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი;
– მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ უნდა დააჭიროს ღილაკს „შესვლა“, შემდეგ კი „განაცხადის შევსება“;
– საგნის მითითების შემდეგ აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს დავალებები. თუ გსურთ გაასაჩივროთ მთელი ნაშრომი, უნდა მონიშნოთ ყველა დავალება;
– თქვენ მიერ დამუშავებულ ინფორმაციას სისტემა ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა;
– დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს „გაგზავნა“ 10 აგვისტოს 18:00 საათამდე.
„აბიტურიენტმა ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოს შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის სისტემიდან გამოსვლის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ გაგზავნოს განაცხადი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. ერთი შედეგის გასაჩივრების ღირებულება 50 ლარია, შეფასების ცვლილების შემთხვევაში კი (დაკლების ან მომატების) თანხა უკან ბრუნდება. გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი და პირადი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.
ცენტრის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს ან სტუდენტს განაცხადი უკვე გაგზავნილი აქვს და გაუჩნდა დავალების ან საგნის დამატების სურვილი, უკვე გაგზავნილი განაცხადი უნდა გააუქმოს წერილობით. გაუქმების თაობაზე უნდა მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (თბილისი, ე. მინდელის ქ. N9, რეგიონებში კი - საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს). მათ გაუქმების შემდეგ განმეორებით მიეცემათ უფლება გააკეთონ ახალი სააპელაციო განაცხადი აპელაციისათვის დადგენილ ვადებში.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა სამი გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი შერჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38.400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.