https://sputnik-georgia.com/20210802/erovnuli-gamocdebi-200-abiturientma-chaabara-252487015.html
ეროვნული გამოცდები 201-მა ინფიცირებულმა აბიტურიენტმა ჩააბარა
ეროვნული გამოცდები 201-მა ინფიცირებულმა აბიტურიენტმა ჩააბარა
Sputnik საქართველო
სოფიო გორგოძის თქმით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საშუალოდ აბიტურიენტების 94% გამოცხადდა. ინფიცირებულმა აბიტურიენტებმა ბოლო გამოცდა დღეს ჩააბარეს. 02.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-02T18:38+0400
2021-08-02T18:38+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
განათლება საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24890/42/248904207_0:132:3000:1820_1920x0_80_0_0_47d664ca8eaefb8759984d566efa7ec3.jpg
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 201-მა კოვიდ-ინფიცირებულმა აბიტურიენტმა ჩააბარა, განაცხადა შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ჟურნალისტებთან. მისი თქმით, პანდემიიდან გამომდინარე, წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესი ყველაზე ხანგრძლივი იყო.„პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენ პირველად წელს დამატებითი სესიების ჩატარება მოგვიხდა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ ჩატარდა 47 საგამოცდო სესია, აქედან 34 იყო ძირითადი, 13 კი დამატებითი სესია, რომელიც ინფიცირებული აბიტურიენტებისთვის დაინიშნა“, – განაცხადა გორგოძემ.გარდა ამისა, გამოცდებზე აბიტურიენტების დაგვიანების 70-მდე ფაქტი და გამოცდიდან მოხსნის ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა.დღეს დასრულდა გამოცდები ინფიცირებული აბიტურიენტებისთვის. დამატებითი სესიები დაინიშნა იმ აბიტურიენტებისთვის, ვინც COVID-19-ის დადასტურების გამო ვერ შეძლო გამოცდაზე გასვლა. დამატებითი სესიები ჩატარდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, უცხოურ ენებში, ქიმიაში, ფიზიკაში, ზოგად უნარებში, გეოგრაფიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ბიოლოგიასა და ლიტერატურაში.ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38.400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
https://sputnik-georgia.com/20210802/qarTuli-enis-gamocdebis-Sedegebi-cnobilia-252486283.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24890/42/248904207_200:0:2801:1951_1920x0_80_0_0_1f66f6a0ce58505cd8d469bfa388e46a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველო
ეროვნული გამოცდები 201-მა ინფიცირებულმა აბიტურიენტმა ჩააბარა
18:38 02.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) სოფიო გორგოძის თქმით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საშუალოდ აბიტურიენტების 94% გამოცხადდა. ინფიცირებულმა აბიტურიენტებმა ბოლო გამოცდა დღეს ჩააბარეს.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 201-მა კოვიდ-ინფიცირებულმა აბიტურიენტმა ჩააბარა, განაცხადა შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, პანდემიიდან გამომდინარე, წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესი ყველაზე ხანგრძლივი იყო.
„პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენ პირველად წელს დამატებითი სესიების ჩატარება მოგვიხდა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ ჩატარდა 47 საგამოცდო სესია, აქედან 34 იყო ძირითადი, 13 კი დამატებითი სესია, რომელიც ინფიცირებული აბიტურიენტებისთვის დაინიშნა“, – განაცხადა გორგოძემ.
გარდა ამისა, გამოცდებზე აბიტურიენტების დაგვიანების 70-მდე ფაქტი და გამოცდიდან მოხსნის ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა.
დღეს დასრულდა გამოცდები ინფიცირებული აბიტურიენტებისთვის. დამატებითი სესიები დაინიშნა იმ აბიტურიენტებისთვის, ვინც COVID-19-ის დადასტურების გამო ვერ შეძლო გამოცდაზე გასვლა. დამატებითი სესიები ჩატარდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, უცხოურ ენებში, ქიმიაში, ფიზიკაში, ზოგად უნარებში, გეოგრაფიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ბიოლოგიასა და ლიტერატურაში.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38.400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.