https://sputnik-georgia.com/20210720/rodis-gamocxaddeba-erovnuli-gamocdebis-Sedegebi-252367217.html
აბიტურიენტთა გამოცდების ძირითადი სესიები სრულდება: როდის გამოცხადდება ქულები
აბიტურიენტთა გამოცდების ძირითადი სესიები სრულდება: როდის გამოცხადდება ქულები
Sputnik საქართველო
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 წელსაც კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ტარდება. 20.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-20T12:46+0400
2021-07-20T12:46+0400
2021-10-19T18:01+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
განათლება საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252181811_0:8:1280:732_1920x0_80_0_0_aead223f681fe09c1fd5655da2aac371.jpg
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის დასასრულს უახლოვდება, გამოცდების შედეგების გამოცხადება კი აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.დღეს აბიტურიენტები ფიზიკის, ლიტერატურისა და ზოგადი უნარების გამოცდებს აბარებენ. ასევე დღეს საგამოცდო ცენტრები იმ მოქმედ მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებსაც მიიღებენ, რომლებიც სპეციალობის საგნის გამოცდას აბარებენ.„ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.21 ივლისიდან კი სესიები იმ აბიტურიენტებისთვის დაინიშნა, რომლებმაც ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო.საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია წელს 38.400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვნენ. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ. წელს პირველად ტარდება გამოცდა სპეციალური მასწავლებლებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლებისთვის.გამოცდები 2021 წელსაც კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ტარდება. თუმცა, 2020 წლისგან განსხვავებით, წელს გამოცდების გადატანის შესაძლებლობა მიეცათ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის წინ კორონავირუსი დაუდასტურდათ.
https://sputnik-georgia.com/20210702/erTian-erovnul-gamocdebs-24-msjavrdebuli-abarebs-252194456.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252181811_0:0:1280:805_1920x0_80_0_0_a03827178102f6affe5d449208e7099c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , საქართველო
აბიტურიენტთა გამოცდების ძირითადი სესიები სრულდება: როდის გამოცხადდება ქულები
12:46 20.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 წელსაც კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ტარდება.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის დასასრულს უახლოვდება, გამოცდების შედეგების გამოცხადება კი აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.
დღეს აბიტურიენტები ფიზიკის, ლიტერატურისა და ზოგადი უნარების გამოცდებს აბარებენ. ასევე დღეს საგამოცდო ცენტრები იმ მოქმედ მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებსაც მიიღებენ, რომლებიც სპეციალობის საგნის გამოცდას აბარებენ.
„ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.
21 ივლისიდან კი სესიები იმ აბიტურიენტებისთვის დაინიშნა, რომლებმაც ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია წელს 38.400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვნენ. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ. წელს პირველად ტარდება გამოცდა სპეციალური მასწავლებლებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლებისთვის.
გამოცდები 2021 წელსაც კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ტარდება. თუმცა, 2020 წლისგან განსხვავებით, წელს გამოცდების გადატანის შესაძლებლობა მიეცათ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის წინ კორონავირუსი დაუდასტურდათ.