ზურაბიშვილი: აცრის გაკეთება პატრიოტიზმის უდიდესი გამოხატულებაა

© REUTERS / GONZALO FUENTESსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
გამოწერა
მიმართვაში ქვეყნის პრეზიდენტი ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ აცრაზე უარის თქმა სხვებსაც უქმნის საფრთხეს.
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ვაქცინაციის შესახებ უარყოფითი პროპაგანდა, შესაძლოა, საქართველოს საწინააღმდეგოდ მუშავდება და ვრცელდება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ამასთან, პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ვაქცინის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, საქართველო მისი მფარველობის ქვეშ იმყოფება და მით უფრო, დღევანდელი განსაცდელის დროს, ჩვენ მას ვებარებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს და არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ჩვენ, ჩვენი ოჯახების, ახლობლებისა და ჩვენი პატარა ქვეყნის მომავალი თაობების გადასარჩენად, არ უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი, ყველაფერი რისი საშუალებაც გაგვაჩნია“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, აცრაზე უარის თქმა სხვებსაც უქმნის საფრთხეს, მათ შორის ჩვილ ბავშვებსა და ორსულ ქალებს.
ორბელიანის სასახლე - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილი ყველა მასშტაბური ღონისძიება გაუქმდა
„არ შეიძლება, არ დავინახოთ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ეს ჩვენი ქვეყნისა და მისი დემოგრაფიული მდგრადობისთვის. არ შეიძლება, არ გავიმეორო თუ რამდენად აუცილებელია აცრა, რამდენად გვიცავს ის დაავადების, ინფიცირების შემთხვევაში, მძიმე გართულებებისა და გარდაცვალებებისგანაც კი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამირან გამყრელიძე ბრიფინგზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით 13 ორსული გარდაიცვალა
ზურაბიშვილის ვარაუდით, ვაქცინაციის შესახებ უარყოფითი პროპაგანდა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება ცრუ შიშებს ბადებს, და, შესაძლოა, საქართველოს საწინააღმდეგოდ მუშავდება და ვრცელდება.
„ამიტომ მიმაჩნია, რომ როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, მაქვს განსაკუთრებული მოვალეობა დაგარწმუნოთ ყველა: ერი და ბერი, ექიმი და ექთანი, პედაგოგი და სტუდენტი, დიდი და პატარა, რომ აცრა, ცოდვა კი არა – სამოქალაქო ვალდებულება და დღევანდელ დღეს პატრიოტიზმის უდიდესი გამოხატულებაა! თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენების თავისუფლებას!“ – აცხადებს პრეზიდენტი.
წეროსხევის ღვთისმშობლის ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
საეკლესიო კალენდარი: 28 აგვისტო – ღვთისმშობლის მიძინება, მარიამობა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 აგვისტოს მარიამობას – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას ზეიმობს. საქართველოში მარიამობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ვინაიდან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად მიიჩნევა. გარდა ამისა, მართლმადიდებლურ რელიგიაში ღვთისმშობლის მიძინების დღე თორმეტი მთავარი საეკლესიო დღესასწაულიდან ერთ-ერთია.
ყველა ახალი ამბავი
0