https://sputnik-georgia.com/20210809/saqarTvelos-prezidentis-sasaxleSi-dagegtmili-yvela-masStaburi-RonisZieba-gauqmda-252544234.html
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილი ყველა მასშტაბური ღონისძიება გაუქმდა
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილი ყველა მასშტაბური ღონისძიება გაუქმდა
Sputnik საქართველო
საქართველოში ეპიდვითარება გაუარესდა. ბოლო 24 საათში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,54%-ია, ბოლო 14 დღის - 8,74%, ბოლო 7 დღის - 9,75%. ბოლო 24 საათში... 09.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-09T19:26+0400
2021-08-09T19:26+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250652757_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_2a7d7b887f72d851afc0c0ae533ae776.jpg
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს და აუქმებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.ღონისძიებები გაუქმდა ქვეყანაში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო.ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართველი ოლიმპიელების მიღება აღარ გაიმართება.საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.236-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 450.149-ს მიაღწია. გარდაიცვალა 44 ადამიანი, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 6.128-ს მიაღწია.ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40.233 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.641 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 2.552 ადამიანი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 293 პირი.9 აგვისტოდან საქართველოში კვლავ სავალდებულო გახდა პირბადის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ღია სივრცეებში, სადაც ხუთი და ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება. ასევე მკაცრდება კონტროლი ქორწილების, ქელეხების, დაბადების დღეების და მსგავსი ღონისძიებების გამართვაზე, ასევე გამკაცრდება ღამის კლუბების და ღამის საათებში რესტორნების მუშაობის აკრძალვის აღსრულება.
https://sputnik-georgia.com/20210808/zurabiSvili-5-ivlisis-movlenebis-aRkveTa-SesaZlebeli-iyo-252531973.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250652757_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_8b757cadeb31ad6675092d6694cb861e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილი ყველა მასშტაბური ღონისძიება გაუქმდა
19:26 09.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) საქართველოში ეპიდვითარება გაუარესდა. ბოლო 24 საათში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,54%-ია, ბოლო 14 დღის - 8,74%, ბოლო 7 დღის - 9,75%. ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 44 ადამიანი. ქვეყანაში საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს და აუქმებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ
განცხადებაშია ნათქვამი.
ღონისძიებები გაუქმდა ქვეყანაში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო.
ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართველი ოლიმპიელების მიღება აღარ გაიმართება.
„პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, დაიცვან კოვიდრეგულაციები, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები და ჩაიტარონ ვაქცინაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.236-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 450.149-ს მიაღწია. გარდაიცვალა 44 ადამიანი, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 6.128-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40.233 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.641 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 2.552 ადამიანი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 293 პირი.
9 აგვისტოდან საქართველოში კვლავ სავალდებულო გახდა პირბადის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ღია სივრცეებში, სადაც ხუთი და ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება. ასევე მკაცრდება კონტროლი ქორწილების, ქელეხების, დაბადების დღეების და მსგავსი ღონისძიებების გამართვაზე, ასევე გამკაცრდება ღამის კლუბების და ღამის საათებში რესტორნების მუშაობის აკრძალვის აღსრულება.