ზურაბიშვილი: 5 ივლისის მოვლენების აღკვეთა შესაძლებელი იყო

© photo: Official website of the President of Georgia სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2021
გამოწერა
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ძალადობა ჟურნალისტების მიმართ და მსგავსი ფაქტები ძალიან აზიანებს ქვეყნის იმიჯს.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. თბილისში 5 ივლისის მოვლენების და მედიის წარმომადგენლებზე მასობრივი თავდასხმების აღკვეთა შესაძლებელი იყო, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
5 ივლისს თბილისში ლგბტ-მოწინააღმდეგეების აქცია გადაიზარდა მასობრივ თავდასხმებში ჟურნალისტებსა და რიგით მოქალაქეებზე. თავდასხმების შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 53 ჟურნალისტი.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
პრეზიდენტი მიშელის შეთანხმების თაობაზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის „გაუგებარია ამ ტიპის ძალადობა ჟურნალისტებზე“.
„5 ივლისის მოვლენებზე მე მაშინვე ვთქვი, რომ ეს ძალიან აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს. ჩემთვის საერთოდ გაუგებარია ამ ტიპის ძალადობა ჟურნალისტებზე. მე მგონია, რომ ამ ძალადობის აღკვეთა შეიძლებოდა. როგორც კი გამოცხადდა, რომ ქაშუეთის ეკლესიაში იქნებოდა ორი პარაკლისი, დილით ეკლესიის წინ გავიარე და ვნახე, რომ იქ შეკრებილი ხალხი სალოცავად ნამდვილად არ ყოფილა მისული“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მსგავსი ფაქტები არ უნდა დაუშვას.
პრეზიდენტმა ასევე 5 ივლისის მოვლენებში ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის როლი აღნიშნა და ამას „სამწუხარო“ უწოდა.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
ვინ როგორ შეაფასა პრეზიდენტის განცხადება
„წესრიგის დაცვა ხელისუფლების პირველი მოვალეობაა და სამწუხაროა, რომ ამაში, თუნდაც განცხადებებით, ეკლესიის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც მიიღო მონაწილეობა. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ მთელი ცხოვრება პატრიარქმა მიუძღვნა იმას, რომ არანაირი დაპირისპირება არ მომხდარიყო არც ეკლესიის შიგნით და არც საზოგადოებაში. ეს არის ყოველთვის მისი მთავარი წუხილი. დღეს რომ ასეთი რამ ეკლესიაში ხდება, ალბათ ეს მისთვის დიდი ტკივილია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შსს-ს ინფორმაციით, ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეები იმყოფებოდნენ 20 ლოკაციაზე, სადაც მობილიზებული იყო 3,2 ათასი პოლიციელი.
ყველა ახალი ამბავი
0