Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალში ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია

© photo: Sputnikსაველე ჰოსპიტალი
საველე ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
გამოწერა
ბოლო დღე-ღამეში საველე ჰოსპიტლიდან მხოლოდ ორი პაციენტი გაეწერა
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია, განუცხადა ჟურბალისტებს ჰოსპიტლის კოვიდდეპარტამენტის კურატორმა, მერაბ ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ჩიქოვანის განცხადებით, ბოლო დღე-ღამეში ჰოსპიტლიდან მხოლოდ ორი პაციენტი გაეწერა.
„ყველა პაციენტი, რომელიც ამ წუთში ჰოსპიტალში მკურნალობას აგრძელებს, ჟანგბადდამოკიდებულია“, - განაცხადა მან.
საველე ჰოსპიტალი კოვიდ–ინფიცირებულებისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
ჩხაიძე: ასეთი ცუდი და მძიმე ეპიდვითარება საქართველოს პანდემიის დაწყებიდან დღემდე არ ჰქონია
ამ დროისთვის ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალში 82 პაციენტი მკურნალობს.
ამჟამად თბილისში საველე ჰოსპიტალი სამ ადგილზეა მოწყობილი – დიღომში, სამგორში და ქავთარაძის ქუჩაზე. აქედან ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი - სამგორის საველე ჰოსპიტალი ამუშავდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანარჩენები გადაიტვირთება, ხოლო დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე საველე ჰოსპიტალმა მუშაობა 28 აგვისტოდან შეაჩერა.
ყველა ახალი ამბავი
0