Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჩიმაკაძე: დიღმის საველე ჰოსპიტალი პაციენტებს აღარ მიიღებს

© photo: Sputnikსაველე ჰოსპიტალი
საველე ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
გამოწერა
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნოდარ ჩიმაკაძის განცხადებით, დიღმის საველე ჰოსპიტალში კოვიდ-ინფიცირებულთა უმეტესი ნაწილი გამოჯანმრთელდა და მათ ბინაზე გაწერენ.
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. დიღმის საველე ჰოსპიტალში ამჟამად პაციენტთა მიღების აუცილებლობა აღარ არსებობს, განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ნოდარ ჩიმაკაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც ჩიმაკაძემ აღნიშნა, ამ დროისათვის დიღმის საველე ჰოსპიტალში 25-მდე პაციენტია მოთავსებული.

„შეინიშნება მცირედი სტაბილიზაცია. პაციენტთა უმრავლესობის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. დღეს ვგეგმავთ მათ გაწერას, ამის შემდგომ დიღმის საველე ჰოსპიტალი პაციენტებს აღარ მიიღებს და ეს იქნება სარეზერვო ჰოსპიტალი“, – აღნიშნა ჩიმაკაძემ.

მისი ინფორმაციით, სტაციონარული საწოლები არის თავისუფალი, შესაბამისად, არ არის იმის საჭიროება, რომ პაციენტები საველე ჰოსპიტალში მოხვდნენ. საჭიროების შემთხვევაში კი კვლავ მოხდება მისი გამოყენება.
ამჟამად თბილისში საველე ჰოსპიტალი სამ ადგილზეა მოწყობილი – დიღომში, სამგორში და ქავთარაძის ქუჩაზე. დიღმის საველე ჰოსპიტალმა პაციენტების მიღება 18 აგვისტოს დაიწყო, ხოლო ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ჰოსპიტალმა 22 აგვისტოს. სამგორის ჰოსპიტალი ჯერჯერობით დატვირთული არ არის.
საველე ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
როგორი მდგომარეობაა დედაქალაქში მოწყობილ საველე ჰოსპიტლებში
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 55 ათასამდე აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7 ათასზე მეტი პაციენტი, კოვიდ-სასტუმროებში – 3 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 44 ათასზე მეტი პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.031-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 536.202-ს მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0