Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

როგორი მდგომარეობაა დედაქალაქში მოწყობილ საველე ჰოსპიტლებში

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაველე ჰოსპიტალი
საველე ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
გამოწერა
ამჟამად თბილისში საველე ჰოსპიტალი სამ ადგილზეა მოწყობილი – დიღომში, სამგორში და ქავთარაძის ქუჩაზე. ჰოსპიტლები ქვეყანაში დამძიმებული ეპიდვითარების გამო გაიხსნა.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. დიღმის საველე ჰოსპიტალში მკურნალობას 80 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი განაგრძობს, ხოლო ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში 59 პაციენტია მოთავსებული.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნოდარ ჩიმაკაძის განცხადებით, დიღმის საველე ჰოსპიტალში კოვიდ-ინფიცირებულთა ნაწილი გამოჯანმრთელდა, ხოლო ხუთი პაციენტი ჯანმრთელობის გაუარესების გამო იქიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
რამდენი ადამიანი უნდა აიცრას წლის ბოლომდე იმუნური ფენის შესაქმნელად: ჩხაიძის განმარტება
„15-მდე პაციენტი გავწერეთ, 5 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და რეფერალურ კლინიკაში გადავიყვანეთ. ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების უმრავლესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მიდის შესაბამისი მკურნალობა, რაიმე სახის გართულებები არ ყოფილა“, – განაცხადა ნოდარ ჩიმაკაძემ.
რაც შეეხება ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალს, როგორც ჰოსპიტლის კოორდინატორი მერაბ ჩიქოვანი აცხადებს, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ასევე არიან ჟანგბადდამოკიდებულებიც.
კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ჟანგბადის მარაგის მობილიზებაში აზერბაიჯანი და თურქეთი გვეხმარებიან – თამარ გაბუნია
„ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ერთი პაციენტი გადაყვანილი იქნა მცხეთის „ჯეო-ჰოსპიტალსში“. ვაგრძელებთ პაციენტების მიღებას, მეტწილად არიან ჟანგბადდამოკიდებულები. ჰოსპიტალში ადგილების მომზადება ხდება ეტაპობრივად და, როგორც თავიდანვე ითქვა, 200 საწოლამდე ავალთ უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
ამჟამად თბილისში საველე ჰოსპიტალი სამ ადგილზეა მოწყობილი – დიღომში, სამგორში და ქავთარაძის ქუჩაზე. დიღმის საველე ჰოსპიტალმა პაციენტების მიღება 18 აგვისტოს მიიღო, ხოლო ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ჰოსპიტალმა 22 აგვისტოს. სამგორის ჰოსპიტალი ჯერჯერობით დატვირთული არ არის.
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 58 ათასამდე აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7 ათასზე მეტი პაციენტი, კოვიდ-სასტუმროებში – 3 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 45 ათასზე მეტი პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.021-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 528.043-ს მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0