Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnikადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.021-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 528.043-ს მიაღწია.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 5.021 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 2.030 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 599, იმერეთი – 598, კახეთი – 446, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 336, ქვემო ქართლი – 333, შიდა ქართლი – 331, მცხეთა-მთიანეთი – 114, გურია – 111, სამცხე-ჯავახეთი – 90, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5.041პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 463.306-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 58 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 6.949-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 57.762 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7.356 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 3.107, იმერეთში – 1.102, აჭარაში – 1.046.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში – 25 აგვისტოს მონაცემები
1.556 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 384 პირი, მათგან თბილისში – 222, აჭარაში – 47, იმერეთში – 26. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 3.304 ადამიანი, მათ შორის 1.528 – თბილისში, 1.227 – აჭარაში. 47.102 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 95 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 93, ხოლო აჭარაში – 2.
 Johnson & Johnson's Janssen-ის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
სექტემბერში საქართველოში Johnson & Johnson-ის ვაქცინა შემოვა
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57.305 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 29.317, პირი, აჭარაში – 8.164, იმერეთში – 4.762.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.021-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 528.043-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0