https://sputnik-georgia.com/20210824/jangbadis-maragis-mobilizebasi-azerbaijani-da-turqeti-gvexmarebian-258555277.html
ჟანგბადის მარაგის მობილიზებაში აზერბაიჯანი და თურქეთი გვეხმარებიან – თამარ გაბუნია
ჟანგბადის მარაგის მობილიზებაში აზერბაიჯანი და თურქეთი გვეხმარებიან – თამარ გაბუნია
Sputnik საქართველო
კლინიკებში მყოფი კოვიდინფიცირებული პაციენტების უმეტესი ნაწილი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ჟანგბადის დეფიციტი არ არსებობს... 24.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-24T17:48+0400
2021-08-24T17:48+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24817/57/248175736_0:64:1600:964_1920x0_80_0_0_aeb4a89f80c7c359522c6458fccb08d2.jpg
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. კლინიკებთან თანამშრომლობენ ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, შედეგად – ჟანგბადის დამატებითი მარაგების შემოტანის კუთხით საქართველოს უკვე ეხმარებიან აზერბაიჯანი და თურქეთი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.თამარ გაბუნიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს კლინიკებში მწოლიარე პაციენტებიდან დაახლოებით 70% ჟანგბადდამოკიდებულია, ამ ეტაპზე ჰოსპიტალურ სექტორში ჟანგბადის დეფიციტი არ არსებობს.მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედ დაახლოებით 20-25 კლინიკას აქვს თავისი საკუთარი ავტონომიური ქარხანა, რაც ნიშნავს, რომ ისინი ჟანგბადის მომარაგების კუთხით უზრუნველყოფილი არიან.ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 57.840 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7.410 პაციენტი. 1.568 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი შეერთებულია 376 პირი.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4.777 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 458.265-მდე გაიზარდა.ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 60 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 6.891-ს მიაღწია.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.924-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმი 523.022-ს შეადგენს.
https://sputnik-georgia.com/20210823/TbilisSi-kidev-erTi-savele-hospitali-gaixsna-252652027.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24817/57/248175736_116:0:1485:1027_1920x0_80_0_0_d7535f531945bf9260bb82630f59c341.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ჟანგბადის მარაგის მობილიზებაში აზერბაიჯანი და თურქეთი გვეხმარებიან – თამარ გაბუნია
17:48 24.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) კლინიკებში მყოფი კოვიდინფიცირებული პაციენტების უმეტესი ნაწილი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ჟანგბადის დეფიციტი არ არსებობს, აცხადებს გაბუნია.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. კლინიკებთან თანამშრომლობენ ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, შედეგად – ჟანგბადის დამატებითი მარაგების შემოტანის კუთხით საქართველოს უკვე ეხმარებიან აზერბაიჯანი და თურქეთი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
თამარ გაბუნიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს კლინიკებში მწოლიარე პაციენტებიდან დაახლოებით 70% ჟანგბადდამოკიდებულია, ამ ეტაპზე ჰოსპიტალურ სექტორში ჟანგბადის დეფიციტი არ არსებობს.
„საგანგაშო მდგომარეობა არ არსებობს, მაგრამ მუშაობის რეჟიმი არის საკმაოდ დატვირთული და საჭიროა ყურადღება. კიდევ ვამბობ, განგაშის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედ დაახლოებით 20-25 კლინიკას აქვს თავისი საკუთარი ავტონომიური ქარხანა, რაც ნიშნავს, რომ ისინი ჟანგბადის მომარაგების კუთხით უზრუნველყოფილი არიან.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 57.840 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7.410 პაციენტი. 1.568 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი შეერთებულია 376 პირი.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4.777 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 458.265-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 60 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 6.891-ს მიაღწია.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.924-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმი 523.022-ს შეადგენს.