თბილისში კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი გაიხსნა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაველე ჰოსპიტალი
საველე ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
გამოწერა
დიღომში საველე ჰოსპიტალმა კოვიდ–პაციენტების მიღება პირველად 18 აგვისტოს დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, იქ 90 პაციენტი მკურნალობს.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. დედაქალაქში კიდევ ერთი სავალე ჰოსპიტალი გაიხსნა კორონავირუსით დაავადებულებისთვის, ის ქავთარაძის ქუჩაზე მდებარეობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.
ეს საველე ჰოსპიტალი დაახლოებით 200 პაციენტის მიღებას შეძლებს. ის აღჭურვილია ჟანგბადის აპარატებით. ჰოსპიტალმა პაციენტების მიღება 22 აგვისტოს დაიწყო.
საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
საქართველოში ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა
ტიკარაძის თქმით, ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლები აღარ არის და განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობა ამ მხრივ თბილისშია.
„ჩვენ არ გვაქვს ჰოსპიტალურ სექტორში ადგილები და სწორედ აქედან გამომდინარე, ვცდილობთ ყველანაირი რესურსი გამოვიყენოთ, მათ შორის საველე ჰოსპიტლებიც. მსგავსი დაგეგმვა რეგიონულ ჭრილშიც მიმდინარეობს. ამ ეტაპზე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში არის განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობა“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
ამჟამად თბილისში საველე ჰოსპიტალი სამ ადგილზეა გახსნილი – დიღომში, სამგორში და ქავთარაძის ქუჩაზე. პირველი პაციენტები დიღმის ჰოსპიტალმა 18 აგვისტოს მიიღო და, ბოლო ინფორმაციით, იქ 90 ადამიანი მკურნალობს.
ყველა ახალი ამბავი
0