საქართველომ ავღანეთში ჰუმანიტარული დახმარების სახით სასმელი წყალი გაგზავნა

© REUTERS / KIM HONG-JIევაკუაცია ქაბულის აეროპორტიდან
ევაკუაცია ქაბულის აეროპორტიდან - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
გამოწერა
უცხოელი მოქალაქეებისა და უცხოურ მისიებში მომუშავე ავღანელების ევაკუაცია ქაბულის ერთადერთი აეროპორტის მეშვეობით ხორციელდება.
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ქაბულის აეროპორტში ჰუმანიტარული დახმარების სახით სასმელი წყალი გაგზავნა, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ რევაზ ჯაფარიძემ.
უცხოელი მოქალაქეებისა და უცხოურ მისიებში მომუშავე ავღანელების ევაკუაცია ქაბულის ერთადერთი აეროპორტის მეშვეობით ხორციელდება, რომელსაც აშშ-ის და ნატოს სხვა ქვეყნების სამხედრო ძალები იცავენ. თალიბებმა განაცხადეს, რომ ამერიკელებისთვის აშშ-ის მოქალაქეების ევაკუაციის გადავადებას 31 აგვისტოს შემდეგ არ აპირებენ.
ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაიგზავნა ავღანეთში.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს ავღანეთში ქაბულის აეროპორტში მყოფი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით სასმელი წყალი გაიგზავნა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გამოიყენება როგორც ერთ-ერთი შუალედური პუნქტი. ბოლო ცნობებით, ავღანეთიდან ევაკუირებული 2 ათასი ადამიანისთვის საქართველომ ტრანზიტული ქვეყნის როლი შეასრულა.
შეტევა ქაბულის აეროპორტზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
საქართველოს პრემიერმა ქაბულში ტერაქტი დაგმო
აგვისტოს პირველ დეკადაში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დიდ ქალაქებს შეუტია და 15 აგვისტოს დედაქალაქი ქაბული აიღო. 16 აგვისტოს მოძრაობის პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დარულებულია და რომ ქვეყნის მმართველობის ფორმა უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.
ამ დროისათვის ავღანეთიდან ყველა სახმელეთო გასასვლელს თალიბები აკონტროლებენ.
ყველა ახალი ამბავი
0