საქართველოს პრემიერმა ქაბულში ტერაქტი დაგმო

© REUTERSშეტევა ქაბულის აეროპორტზე
შეტევა ქაბულის აეროპორტზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
გამოწერა
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო ავღანეთში საერთაშორისო ორგანიზაციების მისიების ევაკუირებულ თანამშრომლებს დროებით თავის ტერიტორიაზე განათავსებს.
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაგმო ტერაქტი ქაბულში და მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედროების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოთქვა.
ქაბულის აეროპორტთან ხუთშაბათს ორი აფეთქება მოხდა — ერთი სასტუმრო Baron-ის სიახლოვეს, სადაც უცხოელები იკრიბებოდნენ, მათ შორის ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები. მეორედ კი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. პირველი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, რაზეც მოგვიანებით პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აშშ-ში კი მიაჩნიათ, რომ ამ შეტევების უკან „ვილაიათ ჰორასანი“ დგას.
„საქართველო მკაცრად გმობს ქაბულში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას. ჩვენ ვუსამძიმრებთ ავღანელ და ამერიკელ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს. საქართველო გააგრძელებს ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის მხარდაჭერას“, – დაწერა ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში.
ტერორისტების შეტევა ქაბულის აეროპორტზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
ზურაბიშვილი და ზალკალიანი ქაბულში ტერაქტს გმობენ
მანამდე ტერორისტული აქტი დაგმეს ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს მთავრობამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანა მიიღებს და თავის ტერიტორიაზე დროებით განათავსებს ავღანეთში საერთაშორისო ორგანიზაციების მისიების ევაკუირებულ თანამშრომლებს.
ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გამოყვანის ფონზე ქვეყანაში ვითარება მკვეთრად გამწვავდა. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია. 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა და ქვეყანაში ძალაუფლება ხელში აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა და ამჟამად ოჯახთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება.
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
მსოფლიო დღეს
ბაიდენი მზადაა ავღანეთში დამატებითი ძალების გასაგზავნად
17 აგვისტოს ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სახელმწიფოს დროებითი მეთაური იქნება. უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება ქვეყნის მმართველობის ახალი ფორმა. ბოევიკები გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე უარს აცხადებენ.
ამჟამად ავღანეთიდან სახმელეთო საზღვრებს თალიბები აკონტროლებენ. უცხოელი მოქალაქეებისა და უცხოურ მისიებში მომუშავე ავღანელების ევაკუაცია ქაბულის ერთადერთი აეროპორტის მეშვეობით ხორციელდება, რომელსაც აშშ-ის და ნატოს სხვა ქვეყნების სამხედრო ძალები იცავენ. თალიბებმა განაცხადეს, რომ ამერიკელებისთვის აშშ-ის მოქალაქეების ევაკუაციის გადავადებას 31 აგვისტოს შემდეგ არ აპირებენ.
ყველა ახალი ამბავი
0