https://sputnik-georgia.com/20210827/zurabisvili-da-zalkaliani-qabulsi-teratqs-gmoben-258703760.html
ზურაბიშვილი და ზალკალიანი ქაბულში ტერაქტს გმობენ
ზურაბიშვილი და ზალკალიანი ქაბულში ტერაქტს გმობენ
Sputnik საქართველო
საქართველო განაგრძობს მათ მხარდაჭერას, ვინც ახორციელებს ევაკუაციის პროცესს და გამოხატავს სოლიდარობას ძალადობის წინააღმდეგ, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა. 27.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-27T14:47+0400
2021-08-27T14:47+0400
2021-10-19T18:04+0400
პოლიტიკა
შემთხვევები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1b/258690560_182:101:2406:1352_1920x0_80_0_0_2e6bf02204584c3114985d4d43ffa10b.jpg
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო ტერაქტი ქაბულში და სამძიმარი გამოთქვა მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედროების დაღუპვის გამო.ქაბულის აეროპორტთან ხუთშაბათს ორი აფეთქება მოხდა — ერთი სასტუმრო Baron-ის სიახლოვეს, სადაც უცხოელები იკრიბებოდნენ, მათ შორის ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები. მეორედ კი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. პირველი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, რაზეც მოგვიანებით პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აშშ-ში კი მიაჩნიათ, რომ ამ შეტევების უკან „ვილაიათ ჰორასანი“ დგას.ტერაქტი დაგმო ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.„სასტიკად ვგმობ ქაბულის აეროპორტში განხორციელებულ ლაჩრულ ტერორისტულ შეტევას. გულითადად ვუსამძიმრებ მსხვერპლთა, მათ შორის აშშ-ის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს. საქართველო დგას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა დასრულდეს ძალადობა და ქაოსი ავღანეთსა და მის ფარგლებს გარეთ“, – დაწერა ზალკალიანმა Twitter-ში.საქართველოს მთავრობამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანა მიიღებს და თავის ტერიტორიაზე დროებით განათავსებს ავღანეთში საერთაშორისო ორგანიზაციების მისიების ევაკუირებულ თანამშრომლებს.ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გამოყვანის ფონზე ქვეყანაში ვითარება მკვეთრად გამწვავდა. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია. 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა და ქვეყანაში ძალაუფლება ხელში აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა და ამჟამად ოჯახთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება.17 აგვისტოს ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სახელმწიფოს დროებითი მეთაური იქნება. უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება ქვეყნის მმართველობის ახალი ფორმა. ბოევიკები გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე უარს აცხადებენ.ამჟამად ავღანეთიდან სახმელეთო საზღვრებს თალიბები აკონტროლებენ. უცხოელი მოქალაქეებისა და უცხოურ მისიებში მომუშავე ავღანელების ევაკუაცია ქაბულის ერთადერთი აეროპორტის მეშვეობით ხორციელდება, რომელსაც აშშ-ის და ნატოს სხვა ქვეყნების სამხედრო ძალები იცავენ. თალიბებმა განაცხადეს, რომ ამერიკელებისთვის აშშ-ის მოქალაქეების ევაკუაციის გადავადებას 31 აგვისტოს შემდეგ არ აპირებენ.
https://sputnik-georgia.com/20210826/rogor-xdeba-saqartvelosi-avranetidan-evakuirebuli-pirebis-mireba-zalkalianis-ganmarteba-258683201.html
https://sputnik-georgia.com/20210827/tavdasxma-qabulis-aeroportze-258700174.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1b/258690560_547:173:2119:1352_1920x0_80_0_0_7c1fb16dfb9222fa01494da34709706b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, შემთხვევები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პრეზიდენტი, საქართველო
პოლიტიკა, შემთხვევები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პრეზიდენტი, საქართველო
ზურაბიშვილი და ზალკალიანი ქაბულში ტერაქტს გმობენ
14:47 27.08.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) საქართველო განაგრძობს მათ მხარდაჭერას, ვინც ახორციელებს ევაკუაციის პროცესს და გამოხატავს სოლიდარობას ძალადობის წინააღმდეგ, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო ტერაქტი ქაბულში და სამძიმარი გამოთქვა მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედროების დაღუპვის გამო.
ქაბულის აეროპორტთან ხუთშაბათს ორი აფეთქება მოხდა — ერთი სასტუმრო Baron-ის სიახლოვეს, სადაც უცხოელები იკრიბებოდნენ, მათ შორის ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები. მეორედ კი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. პირველი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, რაზეც მოგვიანებით პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აშშ-ში კი მიაჩნიათ, რომ ამ შეტევების უკან „ვილაიათ ჰორასანი“ დგას.
„მკაცრად ვგმობ ქაბულში ტერორისტულ თავდასხმას. ვლოცულობ დაღუპული ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ამერიკელი სამხედროებისთვის. ევაკუაცია უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანად. საქართველო გააგრძელებს მათ მხარდაჭერას, ვინც ევაკუაციას ახორციელებს და გამოხატავს სოლიდარობას ძალადობის წინააღმდეგ“, – დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ის გვერდზე.
ტერაქტი დაგმო ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
„სასტიკად ვგმობ ქაბულის აეროპორტში განხორციელებულ ლაჩრულ ტერორისტულ შეტევას. გულითადად ვუსამძიმრებ მსხვერპლთა, მათ შორის აშშ-ის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს. საქართველო დგას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა დასრულდეს ძალადობა და ქაოსი ავღანეთსა და მის ფარგლებს გარეთ“, – დაწერა ზალკალიანმა
Twitter-ში.
საქართველოს მთავრობამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანა მიიღებს და თავის ტერიტორიაზე დროებით განათავსებს ავღანეთში საერთაშორისო ორგანიზაციების მისიების ევაკუირებულ თანამშრომლებს.
ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გამოყვანის ფონზე ქვეყანაში ვითარება მკვეთრად გამწვავდა. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია. 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა და ქვეყანაში ძალაუფლება ხელში აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა და ამჟამად ოჯახთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება.
17 აგვისტოს ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სახელმწიფოს დროებითი მეთაური იქნება. უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება ქვეყნის მმართველობის ახალი ფორმა. ბოევიკები გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე უარს აცხადებენ.
ამჟამად ავღანეთიდან სახმელეთო საზღვრებს თალიბები აკონტროლებენ. უცხოელი მოქალაქეებისა და უცხოურ მისიებში მომუშავე ავღანელების ევაკუაცია ქაბულის ერთადერთი აეროპორტის მეშვეობით ხორციელდება, რომელსაც აშშ-ის და ნატოს სხვა ქვეყნების სამხედრო ძალები იცავენ. თალიბებმა განაცხადეს, რომ ამერიკელებისთვის აშშ-ის მოქალაქეების ევაკუაციის გადავადებას 31 აგვისტოს შემდეგ არ აპირებენ.