https://sputnik-georgia.com/20210827/qabulsi-afetqebebisas-atasze-meti-kaci-dasavda-258689111.html
ქაბულში აფეთქებებისას ათასზე მეტი კაცი დაშავდა
ქაბულში აფეთქებებისას ათასზე მეტი კაცი დაშავდა
Sputnik საქართველო
ქაბულში ტერაქტები მოხდა
2021-08-27T08:37+0400
2021-08-27T08:37+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23970/26/239702620_2:0:1024:575_1920x0_80_0_0_84ac347e01bf613b915d3080e5a12fc4.jpg
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ქაბულში მომხდარი აფეთქებებისას 1,3 ათასზე მეტი კაცი დაშავდა, იუწყება სააგენტო РИА Новости ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.წყაროს ცნობით, ტერაქტების შედეგად დაშავდა 1338 ადამიანი, ხოლო 100 დაიღუპა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედროც, რომელთა სიკვდილი უკვე დაადასტურა პენტაგონმა.გარდა ამისა, სააგენტო Reuters-ი, მოძრაობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ ასევე დაღუპულები არიან „თალიბანის“ წევრებიც — სულ ცოტა 28 კაცი.ქაბულის აეროპორტთან გუშინ ორი აფეთქება მოხდა — ერთი სასტუმრო Baron-ის სიახლოვეს, სადაც უცხოელები იკრიბებოდნენ, მათ შორის ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები. მეორედ კი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. პირველი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, რაზეც მოგვიანებით პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აშშ-ში კი მიაჩნიათ, რომ ამ შეტევების უკან „ვილაიათ ჰორასანი“ დგას.მოგვიანებით ქაბულში კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამერიკელი სამხედროების თქმით, ეს მათ მიერ კონტროლირებადი აფეთქებები იყო.აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე გასცა ბრძანება, მომზადდეს შეტევა „ვილაიეთ ჰორასანის“ ლიდერებსა და ობიექტებზე. მისი თქმით, ტერაქტებში დამნაშავეები აუცილებლად მოიძებნებიან და დაისჯებიან.
https://sputnik-georgia.com/20210826/qabulis-aeroporttan-amerikeli-samxedroebi-dairupnen-evakuacias-safrtxe-emuqreba-258683945.html
https://sputnik-georgia.com/20210826/qabulis-aeroporttan-afetqeba-moxda-258678291.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23970/26/239702620_129:0:896:575_1920x0_80_0_0_625b79d7f8e262cb02b2062278f8f028.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქაბული ავღანეთი თალიბანი ტერაქტი აფეთქება
ქაბული ავღანეთი თალიბანი ტერაქტი აფეთქება
ქაბულში აფეთქებებისას ათასზე მეტი კაცი დაშავდა
08:37 27.08.2021 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე გასცა ბრძანება, მომზადდეს შეტევა ტერორისტული დაჯგუფება „ვილაიეთ ჰორასანის“ ლიდერებსა და ობიექტებზე.
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ქაბულში მომხდარი აფეთქებებისას 1,3 ათასზე მეტი კაცი დაშავდა, იუწყება სააგენტო
РИА Новости ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, ტერაქტების შედეგად დაშავდა 1338 ადამიანი, ხოლო 100 დაიღუპა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედროც, რომელთა სიკვდილი უკვე დაადასტურა პენტაგონმა.
გარდა ამისა, სააგენტო Reuters-ი, მოძრაობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ ასევე დაღუპულები არიან „თალიბანის“ წევრებიც — სულ ცოტა 28 კაცი.
ქაბულის აეროპორტთან გუშინ ორი აფეთქება მოხდა — ერთი სასტუმრო Baron-ის სიახლოვეს, სადაც უცხოელები იკრიბებოდნენ, მათ შორის ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები. მეორედ კი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. პირველი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, რაზეც მოგვიანებით პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აშშ-ში კი მიაჩნიათ, რომ ამ შეტევების უკან „ვილაიათ ჰორასანი“ დგას.
მოგვიანებით ქაბულში კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამერიკელი სამხედროების თქმით, ეს მათ მიერ კონტროლირებადი აფეთქებები იყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე გასცა ბრძანება, მომზადდეს შეტევა „ვილაიეთ ჰორასანის“ ლიდერებსა და ობიექტებზე. მისი თქმით, ტერაქტებში დამნაშავეები აუცილებლად მოიძებნებიან და დაისჯებიან.