ქაბულის აეროპორტთან ამერიკელი სამხედროები დაიღუპნენ – ევაკუაციას საფრთხე ემუქრება

© AFP 2024 / WAKIL KOHSARდაჭრილები ქაბულში აეროპორტთან მომხდარი აფეთქების შედეგად
დაჭრილები ქაბულში აეროპორტთან მომხდარი აფეთქების შედეგად - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
გამოწერა
ავღანეთიდან ავიაციის საშუალებით ევაკუაციის გაგრძელება უზარმაზარ რისკს უკავშირდება, განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. სულ მცირე ათი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა ქაბულის აეროპორტის შესასვლელთან, იუწყება Fox News ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით. ამის შესახებ წერს РИА Новости.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ოთხი დაღუპული ამერიკელი სამხედროს და სამი დაჭრილის შესახებ.

„სულ მცირე 10 ამერიკელი საზღვაო ქვეითი და ჯარისკაცი დაიღუპა აფეთქების შედეგად, რომელიც ხუთშაბათს ქაბულის აეროპორტთან თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო“, – იუწყება ტელეარხი.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 60 ადამიანი, 150-ზე მეტი დაშავდა.
© AFP 2024 / WAKIL KOHSARდაჭრილები ქაბულში აეროპორტთან მომხდარი აფეთქების შედეგად
Раненые в следствии взрыва в аэропорту Кабула - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
დაჭრილები ქაბულში აეროპორტთან მომხდარი აფეთქების შედეგად
ხუთშაბათს ქაბულის აეროპორტთან მოხდა ორი აფეთქება, ერთი – სასტუმრო Baron-თან, სადაც, მედიის ინფორმაციით, იკრიბებოდნენ უცხოელები, მათ შორის ბრიტანეთის და აშშ-ის მოქალაქეები. გავრცელებული ინფორმაციით, პირველი აფეთქება მოაწყო თვითმკვლელმა ტერორისტმა, შემდეგ კი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

გაგრძელდება თუ არა ევაკუაცია ქაბულის აეროპორტიდან

გერმანია გააგრძელებს მოლაპარაკებებს „თალიბანთან“ იმ მოქალაქეების ევაკუაციის თაობაზე, რომლებიც ჯერ კიდევ ავღანეთში იმყოფებიან, განუცხადა ბერლინში ჟურნალისტებს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.
მისი თქმით, ქაბულში დღევანდელ საღამოს მომხდარი მოვლენების გამო საჰაერო ხიდის მუშაობა დიდი რისკის ქვეშაა.

„ჩვენ ვიცით, რომ დროებითი ფანჯარა იხურება, 10 ათასი ადამიანის უსაფრთხო რეგიონში გადაყვანა შესაძლებელი იყო. მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ მათ, ვისი გაყვანაც საჰაერო ხიდის საშუალებით ვერ მოხერხდა, ჩვენ არ დავივიწყებთ, მათი ევაკუაციისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ“, – განაცხადა მერკელმა.

უფრო კატეგორიულია გერმანიის თავდაცვის მინისტრი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი, რომელიც მიიჩნევს, რომ ევაკუაციის ოპერაციის გაგრძელება შეუძლებელია.
„შეტევებმა, რომელიც დღეს საღამოს ვნახეთ და რომელთა შესახებაც ბოლო დღეებსა და დღეს დილით ვაფრთხილებდი, მკაფიოდ გვაჩვენა, რომ ქაბულში ოპერაციის გაგრძელება შეუძლებელია. ადგილზე უსაფრთხოების დონემ ეს შეუძლებელი გახადა“, – განუცხადა ჟურნალისტებს კრამპ-კარენბაუერმა.
ევაკუაცია ქაბულიდან - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
პრემიერი: საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის ერთგულია
მაგრამ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ქაბულის აეროპორტთან აფეთქებების მიუხედავად ბრიტანელი სამხედროები გააგრძელებენ ბრიტანელი მოქალაქეებისა და იმ ავღანელების ევაკუაციის ოპერაციას, რომლებიც მათ ეხმარებოდნენ.
„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გამუდმებით ვიმყოფებოდით ტერორისტული საფრთხის ქვეშ. ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენს ოპერაციას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ჯონსონმა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0