https://sputnik-georgia.com/20210826/qabulis-aeroporttan-afetqeba-moxda-258678291.html
ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდა
ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდა
Sputnik საქართველო
ქაბულის ერთადერთ აეროპორტში ინტენსიურად მიმდინარეობს უცხოელი მოქალაქეების და უცხოურ მისიებში დასაქმებული ავღანელების ევაკუაცია. 26.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-26T18:52+0400
2021-08-26T18:52+0400
2023-07-20T15:44+0400
ავღანეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1a/258666105_0:208:3072:1936_1920x0_80_0_0_c1f895aec831f92380211f44828f90ab.jpg
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ქაბულის აეროპორტის შესასვლელთან აფეთქება მოხდა, იუწყება CNN.ინფორმაცია აეროპორტთან აფეთქების შესახებ პენტაგონის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ დაადასტურა.თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ეს იყო თვითმკვლელის შეტევა და აეროპორტთან სროლაც ატყდა. ადგილობრივი მედიასაშუალებები სულ მცირე 13 დაღუპულის და რამდენიმე დაშავებულის შესახებ იუწყებიან, მათ შორის არის სამი ამერიკელი სამხედრო. არსებობს მეორე აფეთქების საფრთხეც.რამდენიმე საათით ადრე დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ჯეიმს ჰეპიმ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები ქაბულის აეროპორტზე იერიშს ამზადებენ. მისი თქმით, ეს უკავშირდება იმას, რომ ევაკუაციის 31 აგვისტოს დასრულების გამო აეროპორტში სულ უფრო ბევრი ხალხი გროვდება.აგვისტოს პირველ დეკადაში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დიდ ქალაქებს შეუტია და 15 აგვისტოს დედაქალაქი ქაბული აიღო. 16 აგვისტოს მოძრაობის პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დარულებულია და რომ ქვეყნის მმართველობის ფორმა უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.ერთადერთი ადგილი, რომელშიც თალიბებმა შესვლა ვერ მოახერხეს − პანჯშირის პროვინციაა, სადაც იმყოფებიან რაზმები აჰმად მასუდის მეთაურობით.ამ დროისათვის ავღანეთიდან ყველა სახმელეთო გასასვლელს თალიბები აკონტროლებენ, ხოლო ქაბულის აეროპორტი ჯერჯერობით ამერიკელი და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოების სამხედროების ხელშია. ამ აეროპორტიდან ხორციელდება უცხოელებისა თუ ქვეყნიდან წასვლის მსურველი ავღანელების ევაკუაცია. თალიბები აცხადებენ, რომ არ აპირებენ 31 აგვისტოს შემდეგაც გაუხანგრძლივონ ამერიკელებს ევაკუაციის ვადა.
https://sputnik-georgia.com/20210826/saqartvelo-avranetidan-ltolvilebis-nawils-miirebs-258654857.html
ავღანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1a/258666105_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_0dd430e6fc42be527e10190a85399d0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდა
18:52 26.08.2021 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) ქაბულის ერთადერთ აეროპორტში ინტენსიურად მიმდინარეობს უცხოელი მოქალაქეების და უცხოურ მისიებში დასაქმებული ავღანელების ევაკუაცია.
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ქაბულის აეროპორტის შესასვლელთან აფეთქება მოხდა, იუწყება
CNN.
ინფორმაცია აეროპორტთან აფეთქების შესახებ პენტაგონის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ დაადასტურა.
თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ეს იყო თვითმკვლელის შეტევა და აეროპორტთან სროლაც ატყდა. ადგილობრივი მედიასაშუალებები სულ მცირე 13 დაღუპულის და რამდენიმე დაშავებულის შესახებ იუწყებიან, მათ შორის არის სამი ამერიკელი სამხედრო. არსებობს მეორე აფეთქების საფრთხეც.
რამდენიმე საათით ადრე დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ჯეიმს ჰეპიმ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები ქაბულის აეროპორტზე იერიშს ამზადებენ. მისი თქმით, ეს უკავშირდება იმას, რომ ევაკუაციის 31 აგვისტოს დასრულების გამო აეროპორტში სულ უფრო ბევრი ხალხი გროვდება.
აგვისტოს პირველ დეკადაში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დიდ ქალაქებს შეუტია და 15 აგვისტოს დედაქალაქი ქაბული აიღო. 16 აგვისტოს მოძრაობის პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დარულებულია და რომ ქვეყნის მმართველობის ფორმა უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.
ერთადერთი ადგილი, რომელშიც თალიბებმა შესვლა ვერ მოახერხეს − პანჯშირის პროვინციაა, სადაც იმყოფებიან რაზმები აჰმად მასუდის მეთაურობით.
ამ დროისათვის ავღანეთიდან ყველა სახმელეთო გასასვლელს თალიბები აკონტროლებენ, ხოლო ქაბულის აეროპორტი ჯერჯერობით ამერიკელი და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოების სამხედროების ხელშია. ამ აეროპორტიდან ხორციელდება უცხოელებისა თუ ქვეყნიდან წასვლის მსურველი ავღანელების ევაკუაცია. თალიბები აცხადებენ, რომ არ აპირებენ 31 აგვისტოს შემდეგაც გაუხანგრძლივონ ამერიკელებს ევაკუაციის ვადა.