https://sputnik-georgia.com/20210827/-gamyrelize-sinopharm-vaqcinaciaze-258705899.html
ვის შეუძლია Sinopharm-ით ვაქცინაცია: გამყრელიძის განმარტება
ვის შეუძლია Sinopharm-ით ვაქცინაცია: გამყრელიძის განმარტება
Sputnik საქართველო
როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო. 27.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-27T16:26+0400
2021-08-27T16:26+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251875387_0:160:3071:1887_1920x0_80_0_0_805a8a7412912a31f713fe425d89ce89.jpg
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საქართველოში Sinopharm-ის პირველი დოზით ვაქცინაცია შეიზღუდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანამ გასულ თვეში Sinopharm-ის 600.000 დოზა შეიძინა, რომელიც საკმარისია 300.000 ადამიანის ორჯერადად აცრისთვის. შესაბამისად, ქვეყანაში გადადებულია 300.000 დოზა, რომელითაც დღეიდან ის ადამიანები აიცრებიან, ვინც მეორე დოზა უნდა გაიკეთოს.მისი ინფორმაციათ, ქვეყანა სულ მალე Sinopharm-ის დამატებით 100.000 დოზას მიიღებს.„ვისაც პირველი აცრა უკვე აქვს დაჯავშნილი, ყველა აიცრება. მეორე აცრა ვისაც აქვს დაჯავშნილი, შეუძლია ჯავშნის გარეშე მოვიდეს და აიცრება მეორე დოზით. ჩვენ ვთავაზობთ – ვისაც ჩინური ვაქცინა უნდა, აიცრან Sinovac-ით, რომელსაც იგივე დამცველობითი უნარი აქვს“, – განაცხადა გამყრელიძემ.ამირან გამყრელიძეს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში Sinovac-ის 100.000-მდე დოზაა ხელმისაწვდომი.„ასევე გვაქვს Pfizer-ი სერიოზული რაოდენობით, თვის ბოლოს ველოდებით კიდევ დაახლოებით 400.000 დოზა Pfizer-ს... ჩვენ სექტემბერს შევხვდებით სადღაც მილიონი დოზა Pfizer-ით. აქედან დაახლოებით 250-300 ათასი დოზა დაჯავშნილია მეორე და პირველი აცრებისთვის. ჩვენ სექტემბერში თავისუფლად შეგვიძლია დაახლოებით 350.000 ადამიანი ორჯერადად ავცრათ Pfizer-ით“, – განაცხადა გამყრელიძემ.საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.დღემდე საქართველოში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შეეძლოთ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ. დღეიდან Sinopharm-ის ვაქცინის პირველ დოზაზე დაჯავშნა შეჩერებულია მისი ახალი პარტიის მიღებამდე.დაავადებათა კონტროლის ცენტრის 27 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.095.069 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 345.315 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 12.1%-ს შეადგენს.
https://sputnik-georgia.com/20210827/gamyrelize-tu-ase-gagrzelda-pandemias-gavtext-welsi-258701439.html
https://sputnik-georgia.com/20210826/saqartvelos-moqalaqeebi-sinopharmis-pirvel-dozaze-verar-daregistrirdebian-258681190.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251875387_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_6d3443d7e3f6193f8d87b82ab60c3dfa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო, covid-19
საზოგადოება, საქართველო, covid-19
ვის შეუძლია Sinopharm-ით ვაქცინაცია: გამყრელიძის განმარტება
16:26 27.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საქართველოში Sinopharm-ის პირველი დოზით ვაქცინაცია შეიზღუდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანამ გასულ თვეში Sinopharm-ის 600.000 დოზა შეიძინა, რომელიც საკმარისია 300.000 ადამიანის ორჯერადად აცრისთვის. შესაბამისად, ქვეყანაში გადადებულია 300.000 დოზა, რომელითაც დღეიდან ის ადამიანები აიცრებიან, ვინც მეორე დოზა უნდა გაიკეთოს.
მისი ინფორმაციათ, ქვეყანა სულ მალე Sinopharm-ის დამატებით 100.000 დოზას მიიღებს.
„ვისაც პირველი აცრა უკვე აქვს დაჯავშნილი, ყველა აიცრება. მეორე აცრა ვისაც აქვს დაჯავშნილი, შეუძლია ჯავშნის გარეშე მოვიდეს და აიცრება მეორე დოზით. ჩვენ ვთავაზობთ – ვისაც ჩინური ვაქცინა უნდა, აიცრან Sinovac-ით, რომელსაც იგივე დამცველობითი უნარი აქვს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძეს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში Sinovac-ის 100.000-მდე დოზაა ხელმისაწვდომი.
„ასევე გვაქვს Pfizer-ი სერიოზული რაოდენობით, თვის ბოლოს ველოდებით კიდევ დაახლოებით 400.000 დოზა Pfizer-ს... ჩვენ სექტემბერს შევხვდებით სადღაც მილიონი დოზა Pfizer-ით. აქედან დაახლოებით 250-300 ათასი დოზა დაჯავშნილია მეორე და პირველი აცრებისთვის. ჩვენ სექტემბერში თავისუფლად შეგვიძლია დაახლოებით 350.000 ადამიანი ორჯერადად ავცრათ Pfizer-ით“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
დღემდე საქართველოში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შეეძლოთ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ. დღეიდან Sinopharm-ის ვაქცინის პირველ დოზაზე დაჯავშნა შეჩერებულია მისი ახალი პარტიის მიღებამდე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 27 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.095.069 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 345.315 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 12.1%-ს შეადგენს.