https://sputnik-georgia.com/20210826/saqartvelos-moqalaqeebi-sinopharmis-pirvel-dozaze-verar-daregistrirdebian-258681190.html
საქართველოს მოქალაქეები Sinopharm-ის პირველ დოზაზე ვეღარ დარეგისტრირდებიან
საქართველოს მოქალაქეები Sinopharm-ის პირველ დოზაზე ვეღარ დარეგისტრირდებიან
Sputnik საქართველო
შეზღუდვა არ შეეხება იმ პირებს, ვინც 27 აგვისტომდე ვაქცინის პირველ დოზაზე ჯავშანი უკვე გააკეთა. Sinopharm-ზე რეგისტრაცია ვაქცინის დამატებითი დოზების შემოსვლამდე... 26.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-26T20:32+0400
2021-08-26T20:32+0400
2023-08-17T18:04+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/12/251763539_570:579:2926:1904_1920x0_80_0_0_695e51dc4612f98a7e8c698d47d72ecc.jpg
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. აცრის მსურველები 27 აგვისტოდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის პირველ დოზაზე ჯავშნის გაკეთებას დროებით ვეღარ შეძლებენ, ნათქვამია საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ინფორმაციის თანახმად, ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია შეიზღუდება პრეპარატის დამატებითი დოზების შემოტანამდე. Sinopharm-ზე რეგისტრაცია შეწყდება როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგის მეშვეობით. ცენტრის ცნობით, შეზღუდვა არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი უკვე გააკეთა. ამასთან, Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით მოქალაქეების აცრა შეუფერხებლად გაგრძელდება.საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. დღემდე საქართველოში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შეეძლოთ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.დაავადებათა კონტროლის ცენტრის 26 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1,065.848 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 331.736 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 11,6%-ს შეადგენს. 25 აგვისტოს აიცრა 26.700 ადამიანი.ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.სპეციალისტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიას მხოლოდ საყოველთაო ვაქცინაცია, პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა დაამარცხებს, ამიტომ ისინი მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ და დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებენ.
https://sputnik-georgia.com/20210825/-vmusaobt-kidev-2-mln-pfizer-is-semotanaze-raribasvili-258606671.html
https://sputnik-georgia.com/20210825/rodis-daiwyeba-12-wlidan-vaqcinacia-gabunia-258602830.html
https://sputnik-georgia.com/20210824/cxaize-mesame-dozit-vaqcinaciaze-258198345.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/12/251763539_819:455:2751:1904_1920x0_80_0_0_e71a238f5cbb5ffebfb352e55ab1323d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საქართველოს მოქალაქეები Sinopharm-ის პირველ დოზაზე ვეღარ დარეგისტრირდებიან
20:32 26.08.2021 (განახლებულია: 18:04 17.08.2023) შეზღუდვა არ შეეხება იმ პირებს, ვინც 27 აგვისტომდე ვაქცინის პირველ დოზაზე ჯავშანი უკვე გააკეთა. Sinopharm-ზე რეგისტრაცია ვაქცინის დამატებითი დოზების შემოსვლამდე შეწყდება.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. აცრის მსურველები 27 აგვისტოდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის პირველ დოზაზე ჯავშნის გაკეთებას დროებით ვეღარ შეძლებენ, ნათქვამია საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
ინფორმაციის თანახმად, ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია შეიზღუდება პრეპარატის დამატებითი დოზების შემოტანამდე. Sinopharm-ზე რეგისტრაცია შეწყდება როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგის მეშვეობით.
ცენტრის ცნობით, შეზღუდვა არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი უკვე გააკეთა. ამასთან, Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით მოქალაქეების აცრა შეუფერხებლად გაგრძელდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცრის ჩატარების მსურველ მოქალაქეებს მოუწოდებენ, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჯავშნის გაკეთება და აცრა Pfizer-ის, AstraZeneca-სა და Sinovac-ის ვაქცინებით ჩაიტარონ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
დღემდე საქართველოში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შეეძლოთ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 26 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1,065.848 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 331.736 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 11,6%-ს შეადგენს. 25 აგვისტოს აიცრა 26.700 ადამიანი.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიას მხოლოდ საყოველთაო ვაქცინაცია, პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა დაამარცხებს, ამიტომ ისინი მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ და დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებენ.