https://sputnik-georgia.com/20210825/-vmusaobt-kidev-2-mln-pfizer-is-semotanaze-raribasvili-258606671.html
ღარიბაშვილი: ვმუშაობთ კიდევ 2 მლნ დოზა Pfizer-ის შემოტანაზე
ღარიბაშვილი: ვმუშაობთ კიდევ 2 მლნ დოზა Pfizer-ის შემოტანაზე
Sputnik საქართველო
როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, პანდემიის დასაძლევად ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო. 25.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-25T16:37+0400
2021-08-25T16:37+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411430_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_85e3eb78d03dacee8970b15afb0b2e01.jpg
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. ჩემი დავალებით მთავრობა მუშაობს კიდევ 2 მლნ დოზა Pfizer-ის შემოტანაზე და თუ საჭირო გახდება, კიდევ შემოვიტანთ ჩინურ ვაქცინებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვაქცინების საკმარისი რაოდენობა „საშუალებას მოგვცემს, განსაცდელი ყველამ ერთად გადავტეხოთ“.მთავრობის მეთაურის განცხადებით, უახლოეს 10 დღეში დაახლოებით მილიონი ადამიანი აიცრება. აქედან ნაწილი პირველი, ნაწილი კი მეორე დოზით. ამ ტემპების შენარჩუნებით კი სექტემბრის ბოლოს 2 მლნ ადამიანი იქნება სრულად ვაქცინირებული.საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.ამ დროისათვის საქართველოში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შეუძლიათ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.დაავადებათა კონტროლის ცენტრის 25 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია1.038.292 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 318.912 ადამიანი.სპეციალისტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიას მხოლოდ საყოველთაო ვაქცინაცია, პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა დაამარცხებს, ამიტომ ისინი მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ და დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებენ.
https://sputnik-georgia.com/20210825/saqartvelosi-seqtembersi-johnson--johnson--vaqcina-semova-258589747.html
https://sputnik-georgia.com/20210825/rodis-daiwyeba-12-wlidan-vaqcinacia-gabunia-258602830.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411430_161:0:1257:822_1920x0_80_0_0_b8d2a883fa1096925ccd15e0eb69538c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ღარიბაშვილი: ვმუშაობთ კიდევ 2 მლნ დოზა Pfizer-ის შემოტანაზე
16:37 25.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, პანდემიის დასაძლევად ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. ჩემი დავალებით მთავრობა მუშაობს კიდევ 2 მლნ დოზა Pfizer-ის შემოტანაზე და თუ საჭირო გახდება, კიდევ შემოვიტანთ ჩინურ ვაქცინებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვაქცინების საკმარისი რაოდენობა „საშუალებას მოგვცემს, განსაცდელი ყველამ ერთად გადავტეხოთ“.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, უახლოეს 10 დღეში დაახლოებით მილიონი ადამიანი აიცრება. აქედან ნაწილი პირველი, ნაწილი კი მეორე დოზით. ამ ტემპების შენარჩუნებით კი სექტემბრის ბოლოს 2 მლნ ადამიანი იქნება სრულად ვაქცინირებული.
„ჩვენი ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ სექტემბერი იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის და ჯანდაცვის სისტემისთვის, სექტემბერი იქნება რთული პერიოდი. ვაქცინაცია უნდა ჩავატაროთ ეფექტიანად, არჩევნები ჩავატაროთ კოვიდ-უსაფრთხოდ და, ჩვენი პროგნოზებით, ოქტომბერი იქნება სტაბილურობის პერიოდი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
ამ დროისათვის საქართველოში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შეუძლიათ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 25 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია1.038.292 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 318.912 ადამიანი.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიას მხოლოდ საყოველთაო ვაქცინაცია, პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა დაამარცხებს, ამიტომ ისინი მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ და დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებენ.