Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ამირან გამყრელიძე: თუ ასე გაგრძელდა, პანდემიას სერიოზულად გავტეხთ წელში

© AP Photo / Eugene Hoshikoვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მომდევნო ორი თვე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია ამ პერიოდის განმავლობაში ვაქცინაციის ტემპი მაღალი იყოს, აღნიშნა გამყრელიძემ.
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. თუ სექტემბერში მილიონი აცრა ჩავატარეთ, დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზულად გავტეხთ წელში პამდემიას​, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ სექტემბერი ძალიან მნიშვნელოვანი თვეა და ამ პერიოდში ყველა მეთოდი უნდა იყოს გამოყენებული, რათა ვაქცინაციისა და ვირუსთან ბრძოლის ტემპი არ დავარდეს.
„შემცირდა აქტიურ ავადმყოფთა რაოდენობაც 7 ათასით, ინფიცირების რაოდენობა დღესაც ბევრი გვაქვს, მაგრამ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა რამდენიმე დღეა აჭარბებს ახალ ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც იმედის ნაპერწკალს იძლევა, რომ ეპიდემია შესაძლოა შეკავდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ მომდევნო ორი თვე უმნიშვნელოვანესია და ადამიანები ვაქცინაციის პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთონ.
კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 9,43 პროცენტია, ბოლო 7 დღის – 10.4 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,7 პროცენტი.
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
თბილისში ვაქცინაცია სპეციალურ ავტობუსებში ჩატარდება
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
დღემდე საქართველოში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შეეძლოთ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ. დღეიდან Sinopharm-ის ვაქცინის პირველ დოზაზე დაჯავშნა შეჩერებულია მისი ახალი პარტიის მიღებამდე.
 Johnson & Johnson's Janssen-ის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
სექტემბერში საქართველოში Johnson & Johnson-ის ვაქცინა შემოვა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 27 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.095.069 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 345.315 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 12.1%-ს შეადგენს.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
ყველა ახალი ამბავი
0