https://sputnik-georgia.com/20210827/tbilissi-vaqcinacia-specialur-avtobusebsi-catardeba-258696467.html
თბილისში ვაქცინაცია სპეციალურ ავტობუსებში ჩატარდება
თბილისში ვაქცინაცია სპეციალურ ავტობუსებში ჩატარდება
Sputnik საქართველო
ავტობუსები თავდაპირველად თბილისის იმ რაიონებში განთავსდება, სადაც ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა ნაკლებია, სულ კი ათი ავტობუსის ამოქმედებაა დაგეგმილი, აღნიშნა... 27.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-27T11:51+0400
2021-08-27T11:51+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1b/249815628_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_1cf166f741a42efb25a8836d66635685.jpg
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. თბილისში განთავსდება ავტობუსები, სადაც ვაქცინაციის ცენტრები გაიხსნება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.როგორც მინისტრმა აღნიშნა, ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსება საერთაშორისო პრაქტიკაა. ავტობუსები თავდაპირველად დედაქალაქის იმ რაიონებში განთავსდება, სადაც ვაქცინაციის ხელმისაწვდომობა ყველაზე ნაკლებია.მინისტრის განცხადებით, თბილისში სულ დაგეგმილია ათი ავტობუსის ამოქმედება, სადაც მოქალაქეები ვაქცინაციის ჩატარებას უსაფრთხო გარემოში შეძლებენ.საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.დღემდე საქართველოში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შეეძლოთ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ. დღეიდან Sinopharm-ის ვაქცინის პირველ დოზაზე დაჯავშნა შეჩერებულია მისი ახალი პარტიის მიღებამდე.დაავადებათა კონტროლის ცენტრის 27 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.095.069 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 345.315 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 12.1%-ს შეადგენს.ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
https://sputnik-georgia.com/20210824/vaqcinaciis-tempi-matulobs-258215681.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1b/249815628_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_88b731c40275ed19e6533b8fdba04731.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
თბილისში ვაქცინაცია სპეციალურ ავტობუსებში ჩატარდება
11:51 27.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) ავტობუსები თავდაპირველად თბილისის იმ რაიონებში განთავსდება, სადაც ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა ნაკლებია, სულ კი ათი ავტობუსის ამოქმედებაა დაგეგმილი, აღნიშნა მინისტრმა.
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. თბილისში განთავსდება ავტობუსები, სადაც ვაქცინაციის ცენტრები გაიხსნება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსება საერთაშორისო პრაქტიკაა. ავტობუსები თავდაპირველად დედაქალაქის იმ რაიონებში განთავსდება, სადაც ვაქცინაციის ხელმისაწვდომობა ყველაზე ნაკლებია.
„ევროპაში არის ძალიან ბევრი დაბრენდილი ავტობუსი, სადაც მოქალაქეები იღებენ მომსახურებას და ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას. გადავწყვიტეთ თბილისში პირველ ეტაპზე დაგვეწყო სამი ავტობუსით, კერძოდ, ვარკეთილში, გლდანსა და სადგურის ტერიტორიაზე“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებით, თბილისში სულ დაგეგმილია ათი ავტობუსის ამოქმედება, სადაც მოქალაქეები ვაქცინაციის ჩატარებას უსაფრთხო გარემოში შეძლებენ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
დღემდე საქართველოში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შეეძლოთ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ. დღეიდან Sinopharm-ის ვაქცინის პირველ დოზაზე დაჯავშნა შეჩერებულია მისი ახალი პარტიის მიღებამდე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 27 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.095.069 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 345.315 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 12.1%-ს შეადგენს.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.