ვაქცინაციის ტემპი მატულობს – როგორია ეპიდვითარება საქართველოში

© press-service of the Ministry of Health & Social Affairs of Ajaraვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
გამოწერა
გასულ ერთ დღეში საქართველოში ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები კვლავ იმატებს.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. საქართველოში, 24 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ჩატარებული აცრების რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, დღევანდელი მდგომარეობით, სულ ჩატარებულია 1.010.096 აცრა, აქედან ერთი დოზით ვაქცინირებულია მოსახლეობის 24,6 პროცენტი, რაც 703.945 ადამიანს შეადგენს.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
იგეგმება თუ არა საქართველოში მესამე დოზით ვაქცინაცია: ჩხაიძის განმარტება
ვაქცინაციის სრული კურსი ქვეყანაში 306.151 ადამიანმა ჩაიტარა, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10,7 პროცენტია. ცენტრის ინფორმაციით, 23 აგვისტოს 30.067 ადამიანი აიცრა, რაც სარეკორდო დღიური მაჩვენებელია.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.924-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 523.022-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 458.265 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.777), გარდაიცვალა – 6.891 (ბოლო 24 საათში – 60).
ფარმაკოლოგიური ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
COVID-19 საქართველოში – 24 აგვისტოს მონაცემები
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად მოზრდილი მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
ყველა ახალი ამბავი
0