საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობაში 7 მლრდ ლარს დააბანდებს

© photo: Sputnikმიწის დამუშავება
მიწის დამუშავება - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
მთავრობის 10-წლიანი გეგმის ფარგლებში იგეგმება სოფლის გაძლიერება, ადგილობრივი წარმოების გაზრდა და, შედეგად, რეგიონებში სიღარიბის დონის შემცირება.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობა გეგმავს 7 მილიარდი ლარის ინვესტირებას სოფლის მეურნეობის განვითარებაში. აქედან 2,5 მილიარდი ლარი ადგილობრივი წარმოების წახალისებას მოხმარდება, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სოფლის მეურნეობის განვითარება და იმპორტის ჩანაცვლება საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია. 10-წლიანი გეგმის ფარგლებში იგეგმება სოფლის გაძლიერება, ადგილობრივი წარმოების გაზრდა და, შედეგად, რეგიონებში სიღარიბის დონის შემცირება.

„ჩვენ საერთო ჯამში 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილის და ათასზე მეტი ახალი საწარმოს შექმნას ვვარაუდობთ“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

ქვეყანაში აქტიური წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ამიტომ მმართველი პარტიის მსგავს დაპირებებს ოპოზიციაში პოპულიზმს უწოდებენ.
რას მოხმარდება თანხა
2030 წლისთვის მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივმა ინვესტიციებმა სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარი უნდა შეადგინოს.
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
ლევან დავითაშვილმა სოფლის განვითარების გრძელვადიან ამოცანებზე ისაუბრა
ფერმერებისთვის უკეთ ხელმისაწვდომი იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. შესაბამისი პროგრამა წელსვე ამოქმედდება. ამისათვის გამოიყოფა 50 მილიონი ლარი. 10-წლიანი გეგმის ფარგლებში ამ მიმართულებით დაგეგმილია 1,7 მილიარდი ლარის ოდენობის ინვესტიცია.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი, სავარაუდოდ, 3 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი კი 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების მოსაყვანად მიწის ფართობის გაზრდა 500 ათას ჰექტრამდე იგეგმება, წარმოებისა – 3,7 მილიონ ტონამდე, მათ შორის, ყურძნის მოსავალმა 600 ათას ტონას უნდა მიაღწიოს.
კერძო სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
საქართველო აპირებს უფრო აქტიურად გამოიყენოს „მწვანე ენერგეტიკა“ სოფლის მეურნეობაში
მთავრობა აპირებს 500 ჰექტარზე სასათბურე მეურნეობების შექმნის ხელშეწყობას. თანადაფინანსების სახით იგი ამ მიზნით 124 მილიონ ლარს დახარჯავს.
50 ათას ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენდება ხილის ბაღები, 15 ათას ჰექტარზე – ვენახები. პროექტის რეალიზაციისთვის გაიცემა 340 მილიონი ლარი თანადაფინანსების სახით.
ასევე თანადაფინანსების სახით 560 მილიონი ლარი უნდა მოხმარდეს მეცხოველეობისა და მეფრინველეობის 400 თანამედროვე ფერმის მშენებლობას.
მიწის დამუშავება - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
საქართველოს მთავრობის საკრედიტო პორტფელმა აგროსექტორში 2 მლრდ ლარს გადააჭარბა
იგეგმება 2030 წლისთვის 227 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის წყლით უზრუნველყოფა, მელიორაციის სისტემის სრულად აღდგენა, რასაც 1 მილიარდი ლარი მოხმარდება.
ხელისუფლება მოსახლეობას ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების შესამცირებლად საუკეთესო ევროპული ტექნოლოგიების დანერგვას ჰპირდება. ამას გარდა, დაცული ტერიტორიების ფართობი 1 მილიონ ჰექტრამდე უნდა გაიზარდოს – ეს ქვეყნის ტერიტორიის 17%-ია.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური