Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გამოიცემა თუ არა ახალი რეკომენდაციები არჩევნებთან დაკავშირებით: გაბუნიას განმარტება

© Sputnik / STRINGERარჩევნები–2020 პანდემიის პირობებში
არჩევნები–2020 პანდემიის პირობებში - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
გამოწერა
ცესკო კოვიდ-რეგულაციების თაობაზე ამომრჩევლების დროულად და ამომწურავად ინფორმირების მიზნით ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას იწყებს.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ შარშან გამოიცა დეტალური რეკომენდაციები, სხვა დანარჩენი დამოკიდებულია საარჩევნო პროცესში ამ რეკომენდაციების დაცვაზე, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
პრემიერმა ცესკოს არჩევნების წინ კომისიის წევრების ვაქცინაცია შესთავაზა
გაბუნიას განმარტებით, შარშან გამოცემული რეკომენდაციები ითვალისწინებს წესებს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს შეხვედრები, ვის, რა პერიოდულობით უნდა ჩაუტარდეს ტესტირება, ვინ ექვემდებარება ვაქცინაციას და ა.შ.

„ჩვენ დღეს გვაქვს მოლოდინი, რომ გეგმური არჩევნების პირობებში, როდესაც ხალხი წესებს დაიცავს, არ იქნება სასიცოცხლო რისკი. წინასაარჩევნო კამპანია წესის დაცვით უნდა ჩატარდეს. ეს წესი არის მინიმალური და ყველაზე მარტივი, რაც შეიძლება ყველამ დაიცვას“, – აღნიშნა გაბუნიამ.

გაუარესებული ეპიდვითარების გამო არჩევნების ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. ოპოზიციის ნაწილიც აცხადებს, რომ არჩევნების პროცესმა შესაძლოა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება კიდევ უფრო დაამძიმოს.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მიიღო დადგენილებები, რომლებიც პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას ეხება.
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
„ოცნება“ პირობას დებს, რომ არჩევნებისთვის ყველა თავის მომხრესა და ცესკოს წევრს აცრის
საუბარია იმ სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებზე, რომელთა დაცვაც მოუწევთ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე. განისაზღვრა არჩევნებში მონაწილეობის წესი იზოლაციაში მყოფი და პენიტენციურ დაწესებულებებსა და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი პირებისთვის. რეგულაციები და ქცევის წესები როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების, ისე საარჩევნო პროცესში ჩართული სხვა მხარეებისთვის არის განსაზღვრული.
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
სახალხო დამცველს პანდემიის დროს არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობაში ეჭვი ეპარება
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში 50 პარტია იღებს მონაწილეობას.
ყველა ახალი ამბავი
0