სახალხო დამცველს პანდემიის დროს არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობაში ეჭვი ეპარება

© photo: Ombudsman / FBნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
საქართველოში პანდემია იმართება არა ეპიდემიოლოგიური მონაცემების, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე, რაც ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უფლებას ემუქრება, მიიჩნევს სახალხო დამცველი.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. კორონავირუსის გამო ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებისა და სიკვდილიანობის რაოდენობის გაზრდის ფონზე საქართველოს პოლიტიკური ძალები არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობაზე უნდა დაფიქრდნენ, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გასულ დღე-ღამეში საქართველოში 60 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო პანდემიის დაწყებიდან დღემდე – 6.831. სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს 2 ოქტომბერს დანიშნული თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღის გადატანას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილიზაციამდე.
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2021
ნინო ლომჯარიამ COVID-19-ით რეკორდული ლეტალობის ფონზე ხელისუფლება გააკრიტიკა
„დღეს, როდესაც 60-70-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს დღის განმავლობაში, რას უნდა ველოდოთ? – რომ უფრო მკაცრი რეგულაციები იყოს შემოღებული. ან რატომ არავინ არ მსჯელობს? მე იგივე პრეტენზია მაქვს ოპოზიციასთანაც – რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა თუნდაც ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება? რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო საგანგაშო, უფრო სავალალო, უფრო ტრაგიკული, თუ არა ეს, რაც დღეს ხდება?! ანუ რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს იგივე საგანგებო მდგომარეობა, ან როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება? ჩვენ ხომ შარშან ძალიან კარგად ვნახეთ, არჩევნების შემდეგ როგორ დამძიმდა ეპიდსიტუაცია“, – განაცხადა ლომჯარიამ ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში.
მისი აზრით, საქართველოში კორონავირუსი არა მეცნიერული გათვლების საფუძველზე, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით იმართება, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უფლებას.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. სპეციალისტების განცხადებით, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საქართველო 100 ათას მოსახლეზე როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით, ისე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ სამეულშია. ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია, ქვეყანაში საველე ჰოსპიტლები გაიხსნა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური