https://sputnik-georgia.com/20210809/premierma-ceskos-komisiis-wevrebis-vaqcinacia-shestavaza-252533729.html
პრემიერმა ცესკოს არჩევნების წინ კომისიის წევრების ვაქცინაცია შესთავაზა
პრემიერმა ცესკოს არჩევნების წინ კომისიის წევრების ვაქცინაცია შესთავაზა
Sputnik საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილი არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით არჩევნებში მონაწილე პირთა ვაქცინაციის ინიციატივით გამოდის. 09.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-09T09:40+0400
2021-08-09T09:40+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1f/249870406_0:0:1280:725_1920x0_80_0_0_06e6c0f21c353d6d29a6a31d1464ee5f.jpg
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების წინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყველა წევრს ვაქცინაციის ჩატარება შესთავაზა. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.პრემიერის თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საარჩევნო პროცესის მაღალ დონეზე ჩატარება.„ჩემი ინიციატივაა შევთავაზოთ ცესკოს – რაც შეიძლება მალე ჩაატაროს კომისიის ყველა წევრის ვაქცინაცია. ჩვენ ასევე გვსურს ვაქცინაცია შევთავაზოთ კანდიდატებს და მთლიანობაში ყველას, ვინც არის ჩართული ამ არჩევნებში, რათა მაღალი სტანდარტების, კორონავირუსისგან დაცული და უსაფრთხო არჩევნები ჩავატაროთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.კვირას, 8 აგვისტოს ქვეყნის პრემიერი Pfizer-ის პრეპარატით საჯაროდ აიცრა.მან მოსახლეობას მასობრივი ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არა ახალი „ლოკდაუნით“, არამედ ვაქცინაციითაა შესაძლებელი პანდემიის დამარცხება.ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვაქცინირებულია 626.343 ადამიანი, მათგან სრული, ორი დოზით – 194.449 პირი.
https://sputnik-georgia.com/20210808/mqonda-bevri-antisxeuli-irakli-RaribaSvili-sajarod-aicra-252532642.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1f/249870406_55:-1:1280:770_1920x0_80_0_0_a1e2369bb44e6401806086594f84c653.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
პრემიერმა ცესკოს არჩევნების წინ კომისიის წევრების ვაქცინაცია შესთავაზა
09:40 09.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) ირაკლი ღარიბაშვილი არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით არჩევნებში მონაწილე პირთა ვაქცინაციის ინიციატივით გამოდის.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების წინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყველა წევრს ვაქცინაციის ჩატარება შესთავაზა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
პრემიერის თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საარჩევნო პროცესის მაღალ დონეზე ჩატარება.
„ჩემი ინიციატივაა შევთავაზოთ ცესკოს – რაც შეიძლება მალე ჩაატაროს კომისიის ყველა წევრის ვაქცინაცია. ჩვენ ასევე გვსურს ვაქცინაცია შევთავაზოთ კანდიდატებს და მთლიანობაში ყველას, ვინც არის ჩართული ამ არჩევნებში, რათა მაღალი სტანდარტების, კორონავირუსისგან დაცული და უსაფრთხო არჩევნები ჩავატაროთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კვირას, 8 აგვისტოს ქვეყნის პრემიერი Pfizer-ის პრეპარატით საჯაროდ აიცრა.
მან მოსახლეობას მასობრივი ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არა ახალი „ლოკდაუნით“, არამედ ვაქცინაციითაა შესაძლებელი პანდემიის დამარცხება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვაქცინირებულია 626.343 ადამიანი, მათგან სრული, ორი დოზით – 194.449 პირი.