https://sputnik-georgia.com/20210826/sputnik-v-argentinasi-gaarkvies-rogor-formirdeba-imuniteti-258680027.html
არგენტინაში გაარკვიეს, როგორ ფორმირდება იმუნიტეტი „სპუტნიკ V“-ს შემდეგ
არგენტინაში გაარკვიეს, როგორ ფორმირდება იმუნიტეტი „სპუტნიკ V“-ს შემდეგ
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 აგვისტო − Sputnik. რუსული „სპუტნიკ V“ ვაქცინით აცრიდან ექვსი თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციისგან დაცვა თანდათან იზრდება – ამგვარ... 26.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-26T20:20+0400
2021-08-26T20:20+0400
2021-08-28T13:18+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/11/252046074_0:155:1561:1033_1920x0_80_0_0_fe3be8874b04b9ade844bd45429a6674.jpg
თბილისი, 26 აგვისტო − Sputnik. რუსული „სპუტნიკ V“ ვაქცინით აცრიდან ექვსი თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციისგან დაცვა თანდათან იზრდება – ამგვარ დასკვნამდე მივიდნენ არგენტინელი სწავლულები, რომელთა ნაშრომის პრეპრინტიც პორტალ medrxiv-ზეა გამოქვეყნებული.ცდების ჩატარებაში ჩართული იყვნენ სპეციალისტები სხვადასხვა ინსტიტუტებიდან და სამედიცინო დაწესებულებებიდან, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროდან, ბუენოს-აირესის უნივერსიტეტიდან, ამერიკის ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან და სხვა ორგანიზაციებიდან.მკვლევარებმა 1,8 ათასი ადამიანის სისხლის ნიმუშები გამოიკვლიეს, რომლებიც რუსული ვაქცინით იყვნენ აცრილი. ეს ნიმუშები მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში აიღეს. მეცნიერებმა შეისწავლეს როგორც ანტისხეულების ფორმირების პროცესი, ისე მათი ბრძოლისუნარიანობა „ალფა“, „ბეტა“, „გამა“, „დელტა“ და „ლამბდა“ შტამების წინააღმდეგ.არგენტინული ნაშრომიდან ამონარიდები რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმაც გამოაქვეყნა საკუთარ საიტზე, რომელიც პრეპარატს ეძღვნება. როგორც მის ინფორმაციაშია ნათქვამი, ორგანიზმის დაცვა კორონავირუსის ახალი შტამების მიმართ ვაქცინირებიდან ექვსი თვის შემდეგ იმატებს „გამანეიტრალებელი ანტისხეულების მომწიფების განგრძობადი პროცესისა და მათი ეფექტურობის ზრდის შედეგად“. ეს განსაკუთრებით ვლინდება „ბეტა“ და „გამა“ შტამების შემთხვევაში.არგენტინელი მეცნიერების კვლევამ დაადასტურა, რომ ანტისხეულების გამანეიტრალებელი უნარი ვაქცინაციიდან 120 დღის შემდეგ უფრო მაღალი იყო, ვიდრე აცრიდან 42 დღის შემდეგ.ვაქცინა „სპუტნიკ V“ გასული წლის დეკემბერში დარეგისტრირდა არგენტინაში, რომელიც მესამე ქვეყანა იყო თავად რუსეთისა და ბელარუსის შემდეგ.
https://sputnik-georgia.com/20210727/AstraZeneca-sputnik-laiti-erToblivi-gamocda-252433413.html
https://sputnik-georgia.com/20210705/moskovSimozardebis-vaqcinis-gamocdebi-daiwyo-252214528.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/11/252046074_113:0:1501:1041_1920x0_80_0_0_9c76e5fd1c34892320c557ceffa8bf2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი
თბილისი, 26 აგვისტო − Sputnik. რუსული „სპუტნიკ V“ ვაქცინით აცრიდან ექვსი თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციისგან დაცვა თანდათან იზრდება – ამგვარ დასკვნამდე მივიდნენ არგენტინელი სწავლულები, რომელთა ნაშრომის პრეპრინტიც პორტალ
medrxiv-ზეა გამოქვეყნებული.
ცდების ჩატარებაში ჩართული იყვნენ სპეციალისტები სხვადასხვა ინსტიტუტებიდან და სამედიცინო დაწესებულებებიდან, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროდან, ბუენოს-აირესის უნივერსიტეტიდან, ამერიკის ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან და სხვა ორგანიზაციებიდან.
მკვლევარებმა 1,8 ათასი ადამიანის სისხლის ნიმუშები გამოიკვლიეს, რომლებიც რუსული ვაქცინით იყვნენ აცრილი. ეს ნიმუშები მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში აიღეს. მეცნიერებმა შეისწავლეს როგორც ანტისხეულების ფორმირების პროცესი, ისე მათი ბრძოლისუნარიანობა „ალფა“, „ბეტა“, „გამა“, „დელტა“ და „ლამბდა“ შტამების წინააღმდეგ.
არგენტინული ნაშრომიდან ამონარიდები რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმაც გამოაქვეყნა საკუთარ საიტზე, რომელიც პრეპარატს ეძღვნება. როგორც მის ინფორმაციაშია ნათქვამი, ორგანიზმის დაცვა კორონავირუსის ახალი შტამების მიმართ ვაქცინირებიდან ექვსი თვის შემდეგ იმატებს „გამანეიტრალებელი ანტისხეულების მომწიფების განგრძობადი პროცესისა და მათი ეფექტურობის ზრდის შედეგად“. ეს განსაკუთრებით ვლინდება „ბეტა“ და „გამა“ შტამების შემთხვევაში.
არგენტინელი მეცნიერების კვლევამ დაადასტურა, რომ ანტისხეულების გამანეიტრალებელი უნარი ვაქცინაციიდან 120 დღის შემდეგ უფრო მაღალი იყო, ვიდრე აცრიდან 42 დღის შემდეგ.
ვაქცინა „სპუტნიკ V“ გასული წლის დეკემბერში დარეგისტრირდა არგენტინაში, რომელიც მესამე ქვეყანა იყო თავად რუსეთისა და ბელარუსის შემდეგ.