https://sputnik-georgia.com/20210727/AstraZeneca-sputnik-laiti-erToblivi-gamocda-252433413.html
რუსეთი AstraZeneca-სა და „სპუტნიკ ლაითის“ ერთობლივ გამოცდას დაეთანხმა
რუსეთი AstraZeneca-სა და „სპუტნიკ ლაითის“ ერთობლივ გამოცდას დაეთანხმა
Sputnik საქართველო
კვლევამ, რომელიც მომავალის წლის მარტის პირველ რიცხვებში უნდა დასრულდეს, ორი პრეპარატის კომბინირებული გამოყენების უსაფრთხოება და იმუნეგენურობა უნდა დაადასტუროს 27.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-27T13:19+0400
2021-07-27T13:19+0400
2023-07-20T15:43+0400
რუსეთი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252367820_0:188:2975:1861_1920x0_80_0_0_eb1d700b17db5ff778d20160c2d00b65.jpg
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მოიწონა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, AstraZeneca-სა და „Sputnik ლაითის“ ერთობლივი კვლევების ჩატარება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.გავრცელებული ინფორმაციით, ტესტირებაში 150 პაციენტი მიიღებს მონაწილეობას. კვლევების დამთავრება 2022 წლის 2 მარტისთვის იგეგმება.გამალეის ცენტრმა, AstraZeneca-მ, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა და კომპანია Р-Фарм-მა 2020 წლის 21 დეკემბერს მოაწერეს ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს. დოკუმენტი ვაქცინა „სპუტნიკ V-ს“ ერთ-ერთი კომპონენტისა და ასევე AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვაქცინა AZD1222-ის ერთ-ერთი კომპონენტის კომბინირებული გამოყენების შესაფასებლად კლინიკური კვლევების ჩატარებას ითვალისწინებს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252367820_121:0:2852:2048_1920x0_80_0_0_67386576283cfeba34b687efdaa26078.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი AstraZeneca-სა და „სპუტნიკ ლაითის“ ერთობლივ გამოცდას დაეთანხმა
13:19 27.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) კვლევამ, რომელიც მომავალის წლის მარტის პირველ რიცხვებში უნდა დასრულდეს, ორი პრეპარატის კომბინირებული გამოყენების უსაფრთხოება და იმუნეგენურობა უნდა დაადასტუროს
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მოიწონა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, AstraZeneca-სა და „Sputnik ლაითის“ ერთობლივი კვლევების ჩატარება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
„I/II ფაზების მარტივი ბრმა რანდომიზებული კვლევა პრეპარატ AZD1222-ისა და rAd26-S-ის კომბინაციების უსაფრთხოებისა და იმუნეგენურობის დასადგენად, რომლებიც ჰეტეროლოგიური პრაიმ-ბუსტის სქემის მიხედვით დაინერგა მოზრდილებში ახალი კორონავირუსული ინფექცია COVID-19 პროფილაქტიკისთვის“, — ნათქვამია კლინიკური კვლევებისნებართვების რეესტრში.
გავრცელებული ინფორმაციით, ტესტირებაში 150 პაციენტი მიიღებს მონაწილეობას. კვლევების დამთავრება 2022 წლის 2 მარტისთვის იგეგმება.
გამალეის ცენტრმა, AstraZeneca-მ, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა და კომპანია Р-Фарм-მა 2020 წლის 21 დეკემბერს მოაწერეს ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს. დოკუმენტი ვაქცინა „სპუტნიკ V-ს“ ერთ-ერთი კომპონენტისა და ასევე AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვაქცინა AZD1222-ის ერთ-ერთი კომპონენტის კომბინირებული გამოყენების შესაფასებლად კლინიკური კვლევების ჩატარებას ითვალისწინებს.