https://sputnik-georgia.com/20210826/rodis-ariarebsmsoflio-talibans-258681869.html
რა შემთხვევაში აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა „თალიბანს“: ექსპერტის მოსაზრება
რა შემთხვევაში აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა „თალიბანს“: ექსპერტის მოსაზრება
Sputnik საქართველო
რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ ავღანეთში ალტერნატივა არ ჰყავს, განაცხადა რუსეთის ელჩმა ქაბულში დმიტრი ჟირნოვმა. 26.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-26T20:49+0400
2021-08-26T20:49+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
მოსაზრება
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252622669_0:168:3177:1955_1920x0_80_0_0_9f41fdb31924b6b29e53e8cb47da1e45.jpg
როგორ ააწყობს დიალოგს საერთაშორისო თანამეგობრობა ავღანეთის ახალ ადმინისტრაციასთან, შეძლებენ თუ არა ამერიკელები ახალი ბაზების განთავსებას ცენტრალური აზიის ქვეყნებში — ამის შესახებ საკუთარი პროგნოზები Sputnik-თან სამხედრო მეცნიერებათა კანდიდატმა, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტმა ევგენი ბუჟინსკიმ დააფიქსირა.აშშ-ის ჩავარდნანატოს ქვეყნებს, აშშ-ის მეთაურობით, 1 მაისიდან გამოჰყავთ ჯარები ავღანეთიდან. დასავლელმა სამხედროებმა ქვეყანა სრულად 2021 წლის 11 სექტემბრისთვის უნდა დატოვონ.ევგენი ბუჟინსკის მიაჩნია, რომ აშშ-ის ჩავარდნა ავღანეთში დაგეგმილი იყო, რათა თალიბებს ვითარების დესტაბილიზაცია მოეხდინათ ცენტრალურ აზიაში, მერე კი რუსეთსაც გადაწვდომოდნენ. მისი აზრით, „ამერიკელებმა შეცდომა დაუშვეს“. მათ თავად უსამა ბენ ლადენის განადგურება და „თალიბანის“ დამარცხება კი შეძლეს, მაგრამ რესპუბლიკაში ვითარების დასტაბილურება ვერ მოახერხეს.„ამოცანებში — ავღანეთის სტაბილიზაცია, შეიარაღებული ძალების მომზადება, სახელმწიფო მართვის სისტემის მომზადება — სრული ჩავარდნაა. მე საერთოდ არ მახსოვს რომელიმე ეროვნული შეიარაღებული ძალების ამერიკული მომზადების არცერთი წარმატებული გამოცდილება — არ ეხერხებათ მომზადება“, — ამბობს ექსპერტი.კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია რუსეთს უსმენსრუსეთს არ სურს იხილოს ამერიკელი სამხედროები ცენტრალურ აზიაში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, როდესაც ის თავის უნგრელ კოლეგას ხვდებოდა. ევგენი ბუჟინსის თქმით, შუა აზიაში — ყირგიზეთსა და უზბეკეთში ამერიკული ბაზების განთავსების ადრინდელ გამოცდილებას კარგი არაფერი მოუტანია.ნატოს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა, რომელიც „მანასის“ საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარეობდა, ყირგიზეთიდან 2014 წელს გავიდა.„ყირგიზეთში აშშ საკმაოდ ინტენსიურად იყენებდა ბაზას, გადამუშავებულ საწვავს ახლომდებარე სახლებზე ყრიდნენ — არც ისე კარგად იქცეოდნენ, მაგრამ ფულს იხდიდნენ“, — იხსენებს ბუჟინსკი.ამერიკელებს სურდათ, რომ ავღანეთიდან გასვლისას თავისი ინფრასტრუქტურისა და შეიარაღების, სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი მეზობელ ქვეყნებში განეთავსებინათ, რათა აუცილებლობის შემთხვევაში იქიდან შეძლებოდათ ავღანეთის ტერიტორიაზე დარტყმების მიტანა, თუ რესპუბლიკაში ვითარება გაუარესდებოდა.„ვფიქრობ, რომ არც ყირგიზეთს, არც უზბეკეთსა და არც ტაჯიკეთს ეს არ სჭირდებათ. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები რუსეთს უგდებენ ყურს, რუსეთი კი ამერიკული ჯარების განთავსების წინააღმდეგია, იმიტომ რომ გარდა სიტუაციის გამწვავებისა, ამას კარგი არაფერი მოჰყვება“, — ამბობს გენერალ-ლეიტენანტი.შესაძლებელია თუ არა თალიბებთან დიალოგიექსპერტი არ გამორიცხავს, რომ საერთაშორისო არენაზე „თალიბანი“ შეიძლება აღიარონ.მისი თქმით, თალიბებთან ქვეყნების შემდგომი დიალოგი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ ჩაივლის შიდაავღანური დარეგულირების პროცესი.„თუ თალიბები ექვსი თვიდან ერთ წლამდე პერიოდში შეძლებენ აჩვენონ, რომ მეზობლებთან და საკუთარ მოქალაქეებთან ცივილიზებული ურთიერთობის უნარი აქვთ — დაე, იყოს ეს ისლამური სახელმწიფო, საკმაოდ რადიკალური, მაგრამ ექსტრემიზმის გარეშე — მაშინ, ვფიქრობ, აღიარების პროცესი დაიწყება“, — ამბობს ექსპერტი.მისი თქმით, როგორც კი „თალიბანის“ აღიარება მოხდება, მოძრაობას მაშინვე მოხსნიან ტერორისტული ორგანიზაციის დამღას.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს
https://sputnik-georgia.com/20210826/iens-stoltenbergi-qabulis-aeroportsi-realuri-teraqtis-safrtxeebi-izrdeba-258619609.html
https://sputnik-georgia.com/20210825/talibans-cinettan-da-rusettan-kari-urtiertoba-aqvs-258590460.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252622669_208:0:2937:2047_1920x0_80_0_0_83d597c5a3654fd4cc78d06fa8609247.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, მოსაზრება, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, მოსაზრება, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
რა შემთხვევაში აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა „თალიბანს“: ექსპერტის მოსაზრება
20:49 26.08.2021 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ ავღანეთში ალტერნატივა არ ჰყავს, განაცხადა რუსეთის ელჩმა ქაბულში დმიტრი ჟირნოვმა.
როგორ ააწყობს დიალოგს საერთაშორისო თანამეგობრობა ავღანეთის ახალ ადმინისტრაციასთან, შეძლებენ თუ არა ამერიკელები ახალი ბაზების განთავსებას ცენტრალური აზიის ქვეყნებში — ამის შესახებ საკუთარი პროგნოზები Sputnik-თან სამხედრო მეცნიერებათა კანდიდატმა, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტმა ევგენი ბუჟინსკიმ დააფიქსირა.
ნატოს ქვეყნებს, აშშ-ის მეთაურობით, 1 მაისიდან გამოჰყავთ ჯარები ავღანეთიდან. დასავლელმა სამხედროებმა ქვეყანა სრულად 2021 წლის 11 სექტემბრისთვის უნდა დატოვონ.
ევგენი ბუჟინსკის მიაჩნია, რომ აშშ-ის ჩავარდნა ავღანეთში დაგეგმილი იყო, რათა თალიბებს ვითარების დესტაბილიზაცია მოეხდინათ ცენტრალურ აზიაში, მერე კი რუსეთსაც გადაწვდომოდნენ. მისი აზრით, „ამერიკელებმა შეცდომა დაუშვეს“. მათ თავად უსამა ბენ ლადენის განადგურება და „თალიბანის“ დამარცხება კი შეძლეს, მაგრამ რესპუბლიკაში ვითარების დასტაბილურება ვერ მოახერხეს.
„ამოცანებში — ავღანეთის სტაბილიზაცია, შეიარაღებული ძალების მომზადება, სახელმწიფო მართვის სისტემის მომზადება — სრული ჩავარდნაა. მე საერთოდ არ მახსოვს რომელიმე ეროვნული შეიარაღებული ძალების ამერიკული მომზადების არცერთი წარმატებული გამოცდილება — არ ეხერხებათ მომზადება“, — ამბობს ექსპერტი.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია რუსეთს უსმენს
რუსეთს არ სურს იხილოს ამერიკელი სამხედროები ცენტრალურ აზიაში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, როდესაც ის თავის უნგრელ კოლეგას ხვდებოდა. ევგენი ბუჟინსის თქმით, შუა აზიაში — ყირგიზეთსა და უზბეკეთში ამერიკული ბაზების განთავსების ადრინდელ გამოცდილებას კარგი არაფერი მოუტანია.
ნატოს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა, რომელიც „მანასის“ საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარეობდა, ყირგიზეთიდან 2014 წელს გავიდა.
„ყირგიზეთში აშშ საკმაოდ ინტენსიურად იყენებდა ბაზას, გადამუშავებულ საწვავს ახლომდებარე სახლებზე ყრიდნენ — არც ისე კარგად იქცეოდნენ, მაგრამ ფულს იხდიდნენ“, — იხსენებს ბუჟინსკი.
ამერიკელებს სურდათ, რომ ავღანეთიდან გასვლისას თავისი ინფრასტრუქტურისა და შეიარაღების, სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი მეზობელ ქვეყნებში განეთავსებინათ, რათა აუცილებლობის შემთხვევაში იქიდან შეძლებოდათ ავღანეთის ტერიტორიაზე დარტყმების მიტანა, თუ რესპუბლიკაში ვითარება გაუარესდებოდა.
„ვფიქრობ, რომ არც ყირგიზეთს, არც უზბეკეთსა და არც ტაჯიკეთს ეს არ სჭირდებათ. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები რუსეთს უგდებენ ყურს, რუსეთი კი ამერიკული ჯარების განთავსების წინააღმდეგია, იმიტომ რომ გარდა სიტუაციის გამწვავებისა, ამას კარგი არაფერი მოჰყვება“, — ამბობს გენერალ-ლეიტენანტი.
შესაძლებელია თუ არა თალიბებთან დიალოგი
ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ საერთაშორისო არენაზე „თალიბანი“ შეიძლება აღიარონ.
„თალიბებს აქვთ უნარი, ორგანიზება მოახდინონ და მკაცრი ისლამური სახელმწიფო ააშენონ. თუ ისინი შიდა უთანხმოებებს გადალახავენ, შეძლებენ ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბებას მასში სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ჩართვით — ბუნებრივია, საკუთარი დომინირებით. მაშინ მსოფლიო აღიარება საკითხავი აღარც იქნება“, — მიაჩნია ბუჟინსკის.
მისი თქმით, თალიბებთან ქვეყნების შემდგომი დიალოგი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ ჩაივლის შიდაავღანური დარეგულირების პროცესი.
„თუ თალიბები ექვსი თვიდან ერთ წლამდე პერიოდში შეძლებენ აჩვენონ, რომ მეზობლებთან და საკუთარ მოქალაქეებთან ცივილიზებული ურთიერთობის უნარი აქვთ — დაე, იყოს ეს ისლამური სახელმწიფო, საკმაოდ რადიკალური, მაგრამ ექსტრემიზმის გარეშე — მაშინ, ვფიქრობ, აღიარების პროცესი დაიწყება“, — ამბობს ექსპერტი.
მისი თქმით, როგორც კი „თალიბანის“ აღიარება მოხდება, მოძრაობას მაშინვე მოხსნიან ტერორისტული ორგანიზაციის დამღას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს