ნაიმი: „თალიბანს“ ჩინეთთან და რუსეთთან კარგი ურთიერთობა აქვს

© REUTERS / REUTERS TVთალიბები ქაბულში
თალიბები ქაბულში - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
გამოწერა
თბილისი, 25 აგვისტო − Sputnik. რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენელ მუჰამედ ნაიმის განცხადებით, მოძრაობას კარგი ურთიერთობები აქვს რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან, იუწყება ტელეარხი Al-Mayadeen.

„ჩინეთი ჩვენი მეზობელია, ჩვენ მასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. იგივე ეხება რუსეთსაც“, − თქვა მან ტელეარხთან ინტერვიუში.

ნაიმის მტკიცებით, „თალიბანს“ დიდი ხნის ურთიერთობები აკავშირებს ირანთან, ჩინეთთან, პაკისტანთან და უზბეკეთთან, რომლებიც, დასავლეთის სახელმწიფოებისგან განსხვავებით, არ შფოთავენ იმის გამო, რომ ავღანეთის ხელისუფლებაში „თალიბანი“ მოვიდა.
„ჩვენ ურთიერთობა დავალაგეთ, კონტაქტში ვართ ავღანეთის მეზობელ ქვეყნებთან და გვსურს, რომ ეს ურთიერთობები განვითარდეს“, − აღნიშნა ნაიმმა.
თალიბები ქაბულში - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მსოფლიო დღეს
ქაბულიდან ევაკუაცია აიკრძალება: თალიბებმა თარიღი დაასახელეს
მანამდე „თალიბანის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოძრაობის წევრები ქაბულში უკვე შეხვდნენ ჩინეთის დელეგაციას და იმსჯელეს ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე, ორმხრივ ურთიერთობებსა და ასევე ჩინეთიდან ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პეკინი, ავღანეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემისა და ქვეყანაში სხვადასხვა პარტიების ნების საფუძველზე, მხარს უჭერს „თალიბანთან“ კონტაქტს და იმედი აქვს, რომ მოძრაობა ზომიერ საშინაო და საგარეო პოლიტიკას გაატარებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოლეგ სირომოლოტოვმა მანამდე РИА Новости-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვი არ იჩქარებს „თალიბანის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღებასა და ავღანეთის ახალი ხელისუფლების აღიარებას.
ყველა ახალი ამბავი
0