Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ნინო ლომჯარია: ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება დისკრიმინაციას არ წარმოადგენს

© courtesy of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
გამოწერა
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის ჩატარების დავალდებულება ინდივიდების უფლებებში ჩარევაა, თუმცა ასეთი ჩარევა გამართლებულია, როდესაც ის ადამიანების სიცოცხლის დაცვას ემსახურება.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეულ სფეროებში (ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, განათლება, საჯარო სამსახური) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება დისკრიმინაციულ ან უფლებების შემლახავ პრაქტიკას არ წარმოადგენს.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ვაქცინირებული და არავაქცინირებული პირებისთვის არც გარკვეული შემზღუდავი თუ წამახალისებელი ღონისძიებები იქნება დისკრიმინაციული, მათი სათანადო დასაბუთების პირობებში.

„შესაბამისად, დამსაქმებლებს, ასევე მომსახურების გამწევ პირებს უფლება აქვთ, დასაქმებულს ან მომხმარებლებს მოსთხოვონ სრული ვაქცინაციის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის სისტემატურად წარმოდგენა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, მართალია, საერთაშორისო პრაქტიკით, ვაქცინაციის ჩატარების დავალდებულება გამოიწვევს ინდივიდების უფლებებში ჩარევას, მაგრამ ასეთი ჩარევა გამართლებულია მაშინ, როდესაც ის ემსახურება ადამიანების სიცოცხლის დაცვას.
„შექმნილი ვითარების ფონზე ვაქცინაცია უნდა განიმარტოს არა მხოლოდ როგორც ინდივიდუალური უფლება, არამედ როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი კოლექტიური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
ტურისტები გიდთან ერთად  - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
რა შეღავათები წესდება ვაქცინირებული გიდებისთვის
ლომჯარია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში მოქალაქეთა სიცოცხლის გადასარჩენად ვაქცინაციის დაჩქარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს.
სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და აღნიშნა, რომ სამინისტროს პოზიცია სრულად ემთხვევა სახალხო დამცველის პოზიციას.
გაბუნიას თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონი აქამდეც აყალიბებდა ვალდებულებას. იქ, სადაც ადამიანი სხვა პირებისთვის რისკის მატარებელია, მან გარკვეული წესები უნდა დაიცვას. შესაბამისად, დისკრიმინაციად ვერ ჩაითვლება, როცა ადამიანი ეპიდ-უსაფრთხოებასთან დაწესებულ ნორმებს იცავს და ასევე მოლოდინი აქვს, რომ მის გარშემო სხვა პირებმაც იგივე გააკეთონ.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ვაქცინაციის ტემპი მატულობს – როგორია ეპიდვითარება საქართველოში
როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, პანდემიის დასაძლევად ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 25 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.038.292 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 318.912 ადამიანი.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიას მხოლოდ საყოველთაო ვაქცინაცია, პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა დაამარცხებს, ამიტომ ისინი მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ და დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებენ.
ყველა ახალი ამბავი
0