https://sputnik-georgia.com/20210824/seravatebi-vaqcinirebuli-gidebistvis-258488222.html
რა შეღავათები წესდება ვაქცინირებული გიდებისთვის
რა შეღავათები წესდება ვაქცინირებული გიდებისთვის
Sputnik საქართველო
კორონავირუსის პანდემიამ გასულ წელს ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. მთავრობას იმედი აქვს, რომ ამ სფეროში წელს გარკვეული წინსვლა იქნება. 24.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-24T16:30+0400
2021-08-24T16:30+0400
2021-10-19T18:04+0400
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24626/25/246262586_0:120:3000:1808_1920x0_80_0_0_9b0ec7283dc359a0be1a18e031528dfc.jpg
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ვაქცინირებული გიდები სხვადასხვა ობიექტზე უფასოდ შევლენ, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.როგორც ქვრივიშვილმა განაცხადა, სწორედ გიდები დგანან ტურიზმის წინა ხაზზე და მათი წახალისება მნიშვნელოვანია.კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის წილი 10%-ს შეადგენდა, ამიტომაც ამ დარგის აღდგენა ქვეყნის ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია.ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 ათას დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.იმისთვის, რომ ეკონომიკა აღდგეს და ტურისტები ქვეყანაში დაბრუნდნენ, საქართველომ კოვიდ-შეზღუდვების ეტაპობრივად გაუქმება და საზღვრების გახსნა დაიწყო.1 თებერვლიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა აღდგა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, მაისში, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ფრენების რაოდენობა 65%-ით აღდგა. 1 ივნისიდან კი საქართველომ სახმელეთო საზღვრებიც გახსნა.
https://sputnik-georgia.com/20210608/-COVID-19-vaqcinacia-turizmis-seqtorSi-251961470.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24626/25/246262586_215:0:2786:1928_1920x0_80_0_0_389c128f2ccca1875bad2fd8e7714a2c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო
რა შეღავათები წესდება ვაქცინირებული გიდებისთვის
16:30 24.08.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) კორონავირუსის პანდემიამ გასულ წელს ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. მთავრობას იმედი აქვს, რომ ამ სფეროში წელს გარკვეული წინსვლა იქნება.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ვაქცინირებული გიდები სხვადასხვა ობიექტზე უფასოდ შევლენ, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ქვრივიშვილმა განაცხადა, სწორედ გიდები დგანან ტურიზმის წინა ხაზზე და მათი წახალისება მნიშვნელოვანია.
„ყველა გიდი, რომელიც ორი დოზით იქნება ვაქცინირებული, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, სექტემბერი-ოქტომბრის პერიოდში სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლებს სახელმწიფო სერვისებით, როგორიც არის მუზეუმები, ზამთრის კურორტებზე არსებული საბაგიროები და დაცული ტერიტორიები“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ, რომელიც უწყებაში ტურიზმის სფეროზეა პასუხისმგებელი.
კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის წილი 10%-ს შეადგენდა, ამიტომაც ამ დარგის აღდგენა ქვეყნის ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია.
ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 ათას დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
იმისთვის, რომ ეკონომიკა აღდგეს და ტურისტები ქვეყანაში დაბრუნდნენ, საქართველომ კოვიდ-შეზღუდვების ეტაპობრივად გაუქმება და საზღვრების გახსნა დაიწყო.
1 თებერვლიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა აღდგა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, მაისში, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ფრენების რაოდენობა 65%-ით აღდგა. 1 ივნისიდან კი საქართველომ სახმელეთო საზღვრებიც გახსნა.