https://sputnik-georgia.com/20210824/saqartvelo-kosovos-matcs-mayurebeli-ar-daeswreba-258217496.html
საქართველო–კოსოვოს შეხვედრას გულშემატკივარი არ დაესწრება
საქართველო–კოსოვოს შეხვედრას გულშემატკივარი არ დაესწრება
Sputnik საქართველო
შეზღუდვა ეხება საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ ყველა სპორტულ ღონისძიებას. საბჭომ გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების ფონზე მიიღო. 24.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-24T14:29+0400
2021-08-24T14:29+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/08/251671606_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_604f9e71a3c74e623a56082cc8ab73f0.jpg
შეზღუდვა ეხება საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ ყველა სპორტულ ღონისძიებას. საბჭომ გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების ფონზე მიიღო.თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და კოსოვოს შორის მაყურებლის გარეშე გაიმართება, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.საბჭოს გადაწყვეტილებით, გულშემატკივარი უახლოეს მომავალში გასამართ სხვა სპორტულ ღონისძიებებსაც ვერ დაესწრება.საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში კოსოვოს 2 სექტემბერს ბათუმში უმასპინძლებს. ამის შემდეგ ეროვნული გუნდი 5 სექტემბერს ქალაქ ბადახოსში ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ვილი სანიოლის გუნდს სექტემბერში კიდევ ერთი თამაშის ჩატარება მოუწევს – ნაკრები 8 სექტემბერს ამხანაგურ მატჩს სოფიაში ბულგარეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ფესტივალები, კონცერტები, სპორტული ღონისძიებები, დაიკეტა საბავშვო გასართობი ცენტრები. კვების ობიექტები, 00:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე მუშაობდნენ, ხვალიდან კი 22:00 საათამდე იმუშავებენ.
https://sputnik-georgia.com/20210824/kvebis-obieqtebi-25-agvistodan-22-saatamde-imusaveben-258217032.html
https://sputnik-georgia.com/20210823/sanioli-nakrebis-Semadgenloba-252652429.html
https://sputnik-georgia.com/20210824/vaqcinaciis-tempi-matulobs-258215681.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/08/251671606_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_6fe6a9ff0f3e9659ab1cf49344107eae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო, covid-19
საზოგადოება, საქართველო, covid-19
შეზღუდვა ეხება საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ ყველა სპორტულ ღონისძიებას. საბჭომ გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების ფონზე მიიღო.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და კოსოვოს შორის მაყურებლის გარეშე გაიმართება, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საბჭოს გადაწყვეტილებით, გულშემატკივარი უახლოეს მომავალში გასამართ სხვა სპორტულ ღონისძიებებსაც ვერ დაესწრება.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში კოსოვოს 2 სექტემბერს ბათუმში უმასპინძლებს. ამის შემდეგ ეროვნული გუნდი 5 სექტემბერს ქალაქ ბადახოსში ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ვილი სანიოლის გუნდს სექტემბერში კიდევ ერთი თამაშის ჩატარება მოუწევს – ნაკრები 8 სექტემბერს ამხანაგურ მატჩს სოფიაში ბულგარეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.
14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ფესტივალები, კონცერტები, სპორტული ღონისძიებები, დაიკეტა საბავშვო გასართობი ცენტრები. კვების ობიექტები, 00:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე მუშაობდნენ, ხვალიდან კი 22:00 საათამდე იმუშავებენ.