რუსეთში ნაციონალისტების შესვლა აიკრძალება: კანონპროექტის დეტალები

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიДепутат Александр Хинштейн
Депутат Александр Хинштейн - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
გამოწერა
დიდი სამამაულო ომის ვეტერანების შეურაცხყოფის ან ფაშიზმის გამართლების მცდელობებისთვის რუსეთში შესვლა აიკრძალება, ამბობს დეპუტატი ალექსანდრ ხინშტეინი Sputnik-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
რუსმა დეპუტატებმა შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთში შესვლას უკრძალავს იმ უცხოელებს, რომლებიც რასობრივი ან ეროვნული შუღლის გაღვივებას ცდილობდნენ, ავიწროებდნენ რუსულენოვან მოქალაქეებს ან შეურაცხყოფდნენ დიდი სამამულო ომის ვეტერანებს.
Участники акции национального корпуса против коррупции, 2019 год - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მიმოხილვა: უკრაინაში დემოკრატია მხოლოდ სიტყვითაა
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი სახელმწიფო დუმის დეპუტატი ალექსანდრ ხინშტეინია. Sputnik-ის კორესპონდენტ მარია კრუზესთან ინტერვიუში მან ისაუბრა, როგორ იმუშავებს „რუსეთის ფედერაციიდან გასვლისა და რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებები მათი დამტკიცების შემთხვევაში და ვინ ცდილობს ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებში მტრობის ხელოვნურად გაღვივებას.

რუსოფობიული აქციები როგორც ტრიგერი

რუსეთის ხელისუფლება დიდი ხანია ფიქრობს კანონმდებლობის სრულყოფაზე, რათა ქვეყნის ტერიტორიაზე ვერ შეაღწიოს იმ ხალხმა, რომლებიც აპრიორი არამეგობრულად არიან განწყობილი რუსეთის მიმართ. კანონის გადახედვის ტრიგერად პოსტსაბჭოთა სივრცეზე მომხდარი ბოლო სამწუხარო მოვლენები იქცა, ამბობს ხინშტეინი.
ყირგიზეთის ინციდენტს, როდესაც მთვრალმა კლიენტმა მაღაზიაში კალკულატორი ესროლა რუსულენოვან გამყიდველს, ასევე ბლოგერ კუატ ახმეტოვის მიერ ორგანიზებულ „ენობრივ პატრულებს“ ყაზახეთში ხინშტეინმა „რუსოფობიის სრულიად აღმაშფოთებელი აქტები“ უწოდა.

„დაიბადა ინიციატივა − შევიდეს შესწორებები შესვლა-გასვლის შესახებ კანონში და აეკრძალოს შემოსვლის უფლება პირთა კატეგორიას. აღვნიშნავ, რომ შემოსვლის უფლებაჩამორთმეულ პირთა ყველა ქმედება − ეს ის ქმედებებია, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიაში ხვდება და ამ შემთხვევაში ლოგიკა საკმაოდ აშკარაა. თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა რუსეთის კანონებით, თუნდაც რუსეთის გარეთ, ის ჩვენთვის არასასურველი სტუმარია“, − ამბობს ხინშტეინი.

დეპუტატმა ჩამოთვალა ის დანაშაულები, რომელთა ჩადენის გამოც პირს შეიძლება სამუდამოდ ჩაეკეტოს გზა რუსეთისკენ.
„ეს არის დანაშაული ეროვნულ-რელიგიურ ნიადაგზე, კერძოდ, რასობრივი და ეროვნული შუღლის გაღვივება, შეურაცხყოფა რელიგიური, ეროვნული, სქესობრივი ან სხვა რაიმე ნიშნის მიხედვით, − ამბობს დეპუტატი. − ასევე ეს არის ქმედებები, რომლებიც ჩვენი მეხსიერების შენარჩუნებას უკავშირდება: საფლავების, სამარხების შებილწვა, დიდი სამამულო ომის ვეტერანების შეურაცხყოფა, განზრახ სიცრუის გავრცელება ომის წლებში საბჭოთა კავშირის მოქმედებების თაობაზე“.
რუსეთი ასევე დაკეტავს კარს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ნიურნბერგის პროცესის გადაწყვეტილებას სადავოდ ხდიან ან მხარს უჭერენ ნაცისტებს, ამბობს ხინშტეინი.

ვინ ადგენს პერსონა ნონ გრატას სიებს

დეპუტატი აზუსტებს, რომ ყველა მსგავსი ქმედება საჯაროდ უნდა იყოს ჩადენილი.
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2021
„მედუზა“, აშშ-ის ვიზები და ტაჯიკეთ-ყირგიზეთის პრობლემა: მარია ზახაროვას ინტერვიუ
„თუ ეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ინტერნეტით, საზოგადოებრივ სივრცეში ხდება, მაშინ ეს არის საფუძველი იმისა, რომ პირი რუსეთში არ შემოვუშვათ. თუ მოკლედ ვიტყვით, პოზიცია მარტივია: ჩვენ არ გვჭირდება ნაციონალისტები, შოვინისტები, ექსტრემისტები და ფაშისტები“, − აზუსტებს ხინშტეინი.
ნაციონალისტების შესახებ ცნობები შეიძლება შეტანილი იყოს საიმიგრაციო ორგანოების, შინაგან საქმეთა სამინისტროს სიებში, მიაჩნია ალექსანდრ ხინშტეინს.
„ასეთი სიები უკვე არის. ეს ის ადმიანები არიან, რომლებიც ქვეყნიდან გააძევეს, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული დანაშაული აქვთ ჩადენილი რუსეთის ტერიტორიაზე, დარღვეული აქვთ რუსეთში ყოფნის ვადები. აშკარაა, რომ ეს მონაცემთა ბაზა ასეთი მოქალაქეებით შეივსება“, − ამბობს ხინშტეინი.
რამდენადმე რთულადაა საქმე ცნობილი უცხოელი პოლიტიკოსების შემთხვევაში, რომელთაგან ზოგი ასევე აძლევს თავს რუსოფობიული გამონათქვამების უფლებას.
„არსებობს დიდი პოლიტიკის ინტერესები, რომლებიც ზოგჯერ იმასაც ამართლებს, რაც ჩვენ დიდად არ მოგვწონს. მაგალითად, იძულებული ვართ, რომ თალიბებთან მოლაპარაკებათა პროცესი ვაწარმოოთ. პოლიტიკურ და დიპლომატიურ ხელმძღვანელობას გარკვეული მანევრი უნდა ჰქონდეს. მაგრამ კანონის მიღების შემთხვევაში მისი მოთხოვნები პოლიტიკურ მოღვაწეთა მნიშვნელოვან ნაწილზე გავრცელდება (არ ვლაპარაკობ პირველ პირებზე). ესენი არიან საზოგადოებრივი მოღვაწეები, სხვადასხვა დონის დეპუტატები, ჩინოვნიკები“, − ამბობს ალექსანდრ ხინშტეინი.

„ისინი, ვინც თვალის ჭრილის გამო ამცირებს ადამიანს, რუსეთში არ გვჭირდება“

დეპუტატის თქმით, არ უნდა ვიფიქროთ, რომ რუსეთში შესვლა მხოლოდ მათ აეკრძალებათ, ვინც რუსების მიმართ მოაწყობს გამოხდომებს.
კიევი არჩევნების წინ  - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
უკრაინა ოცდაათი წლის შემდეგ: არჩევანის პრობლემა
„ადამიანის დამცირება და შეურაცხყოფა მიუღებელია ეროვნებისგან დამოუკიდებლად. შემოსვლაზე ზუსტად ასეთივე შეზღუდვები დაუწესდება მასაც, ვინც საჯაროდ შეურაცხყოფს ლატვიელებს, ლიტველებს, ებრაელებს, პოლონელებს, − განმარტავს ის. − არცერთი ის, ვინც ადამიანს სისხლის, თვალის ჭრილისა თუ კანის ფერის პრინციპით ამცირებს, რუსეთს არ სჭირდება!“
ამასთან კანონპროექტი პანაცეა ვერ იქნება − ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული და გამჭვირვალე ზომაა, რომელიც სხვა ქვეყნებშიც არსებობს, აღნიშნავს ხინშტეინი. რუსეთს აუცილებლად ესაჭიროება სახელმწიფო მოქმედებების დიდი კომპლექსი, რომელიც ვერ შეიზღუდება რამდენიმე რგოლით, ვინაიდან ნაციონალიზმს ხელოვნურად აღვივებდნენ და კვლავაც აღვივებენ.

„ნაციონალისტური კარტი ჩნდება იქ, სადაც არის ადამიანების დაყოფის, დაძაბულობის შექმნის სურვილი, − მიაჩნია ხინშტეინს. − ეს განსაკუთრებით საშიშია პოსტსაბჭოთა სივრცეზე და განსაკუთრებით დაუშვებელია რუსეთისთვის. ჩვენ ყველაზე მრავალეროვნული და ტერიტორიული თუ ეთნიკური კუთხით რთული სახელმწიფო ვართ. მშვიდობა და თანხმობა ჩვენ ძვირად მოვიპოვეთ და რაღაც ექსპერიმენტების დასაშვებად მზად არ ვართ“.

დეპუტატის აზრით, ეროვნებისა და ენის ნიადაგზე პროვოკაციებში რამდენიმე ჯგუფი მონაწილეობს − ეს მარგინალები არიან, რომლებიც ყველა ქვეყანაში არსებობენ, შიდა შოვინისტური წრეების წარმომადგენლები, რომლებიც დასავლეთთან შერწყმისკენ მიისწრაფვიან, ასევე არის რაღაც ძალისხმევები უცხოეთიდან.
ხინშტეინს მიაჩნია, რომ ნაციონალისტებთან ბრძოლაში სიმკაცრეა საჭირო.
„ჩემთვის გასაოცარი და აღმაშფოთებელი იყო, რომ ყაზახეთში ბლოგერი [კუატ ახმეტოვი] დაკავების შემდეგ დააჯარიმეს და გაათავისუფლეს. მაგრამ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, მათ შორის სამართლებრივს, პატივი უნდა ვცეთ. კანონპროექტის შემუშავებისას ჩვენ კონსულტაცია გავიარეთ კოლეგებთან ცენტრალური აზიიდან. თუ მათ ამ სფეროში გამოცდილება აქვთ, სიამოვნებით გავითვალისწინებთ“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0