https://sputnik-georgia.com/20210824/qobuletsi-sastumros-mepatroneebi-saprotesto-aqcias-martaven-258556337.html
სასტუმროს მეპატრონეები ქობულეთში საპროტესტო აქციას მართავენ
სასტუმროს მეპატრონეები ქობულეთში საპროტესტო აქციას მართავენ
Sputnik საქართველო
მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციის მონაწილეები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და ქობულეთის მერიის შენობის წინ კარვების დადგმას გეგმავენ. 24.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-24T18:04+0400
2021-08-24T18:04+0400
2021-10-19T18:04+0400
ახალი ამბები
ტურიზმი საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/04/249354886_0:512:2730:2048_1920x0_80_0_0_cb4c91ebd2ae20ab01ad161a3bb78688.jpg
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ქობულეთის მერიასთან საოჯახო სასტუმროების მფლობელები საპროტესტო აქციას მართავენ, იუწყება „აჭარის ტელევიზია".აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი განცხადებით, გასული წლის მსგავსად ტურისტული სეზონი წელსაც ვერ შედგა, რის გამოც ბანკის სესხების გადახდას ვერ ახერხებენ.მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებას ტურისტული სეზონის წინ აღებული კრედიტების სუბსიდირებაში დახმარებას სთხოვენ.საპროტესტო აქციის დროს სასტუმროს მეპატრონეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს, რის შემდეგაც ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და აღმაშენებლის ქუჩაზე „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მსვლელობით გაემართნენ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ოფისთან მივიდნენ, შენობის შესასვლელთან განლაგდნენ და მოქალაქეებს ბანკში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.„მზადყოფნა გვაქვს, რომ ინდუსტრიის წარმომადგენლებს გვერდში დავუდეთ. აჭარის ფინანსთა სამინისტრო უკვე რამდენიმე დღეა პირდაპირ კომუნიკაციას ახდენს ადგილზე მომუშავე ბიზნეს-სუბიექტებთან. საჭიროების შემთხვევაში ჩვენც მზად ვართ გავემგზავროთ აჭარაში'', – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.ამასთან, როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ საკითხზე აჭარის მთავრობა უკვე მუშაობს და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.საქართველოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად ტურიზმის ინდუსტრია დაზარალდა. ტურიზმის რეკორდულმა მიღწევებმა 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო ამ დარგის მიერ მიღებულმა შემოსავალმა – 3,3 მილიარდს, ამ დარგში დასაქმებულ ადამიანებს უბიძგა უკეთ მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. 2020 წელს ტურიზმის შემოსავლები წარმოუდგენლად დაბალ ნიშნულზე დაეცა – 427,7 მლნ დოლარი, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 1,7 მილიონი იყო.
https://sputnik-georgia.com/20210824/seravatebi-vaqcinirebuli-gidebistvis-258488222.html
https://sputnik-georgia.com/20210818/aWaraSi-turistuli-proeqtebi-ganxorcieldeba-252615505.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/04/249354886_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_a1589ed4580f978b97b05f35540ae3eb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, საქართველო
სასტუმროს მეპატრონეები ქობულეთში საპროტესტო აქციას მართავენ
18:04 24.08.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციის მონაწილეები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და ქობულეთის მერიის შენობის წინ კარვების დადგმას გეგმავენ.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ქობულეთის მერიასთან საოჯახო სასტუმროების მფლობელები საპროტესტო აქციას მართავენ,
იუწყება „აჭარის ტელევიზია".
აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი განცხადებით, გასული წლის მსგავსად ტურისტული სეზონი წელსაც ვერ შედგა, რის გამოც ბანკის სესხების გადახდას ვერ ახერხებენ.
მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებას ტურისტული სეზონის წინ აღებული კრედიტების სუბსიდირებაში დახმარებას სთხოვენ.
„პანდემიის ფონზე ტურისტული სეზონი ქობულეთში არ შედგა. ვითხოვთ გამოცხადდეს ფორსმაჟორი და ბანკებმა „გაყინონ“ როგორც შესატანი თანხა, ასევე პროცენტი, სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებას და არ აღდგება ტურიზმი“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. საპროტესტო აქციის დროს სასტუმროს მეპატრონეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს, რის შემდეგაც ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და აღმაშენებლის ქუჩაზე „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მსვლელობით გაემართნენ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ოფისთან მივიდნენ, შენობის შესასვლელთან განლაგდნენ და მოქალაქეებს ბანკში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
„მზადყოფნა გვაქვს, რომ ინდუსტრიის წარმომადგენლებს გვერდში დავუდეთ. აჭარის ფინანსთა სამინისტრო უკვე რამდენიმე დღეა პირდაპირ კომუნიკაციას ახდენს ადგილზე მომუშავე ბიზნეს-სუბიექტებთან. საჭიროების შემთხვევაში ჩვენც მზად ვართ გავემგზავროთ აჭარაში'', – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ საკითხზე აჭარის მთავრობა უკვე მუშაობს და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად ტურიზმის ინდუსტრია დაზარალდა. ტურიზმის რეკორდულმა მიღწევებმა 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო ამ დარგის მიერ მიღებულმა შემოსავალმა – 3,3 მილიარდს, ამ დარგში დასაქმებულ ადამიანებს უბიძგა უკეთ მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. 2020 წელს ტურიზმის შემოსავლები წარმოუდგენლად დაბალ ნიშნულზე დაეცა – 427,7 მლნ დოლარი, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 1,7 მილიონი იყო.