https://sputnik-georgia.com/20210818/aWaraSi-turistuli-proeqtebi-ganxorcieldeba-252615505.html
მაღალმთიან აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
მაღალმთიან აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
Sputnik საქართველო
აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტები სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, დაგეგმილი სამუშაოების ნაწილი ოქტომბერში უკვე... 18.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-18T18:14+0400
2021-08-18T18:14+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
ტურიზმი საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24889/13/248891303_80:0:3222:1777_1920x0_80_0_0_0d6352fdb5095323aba5a90bf3f8672e.jpg
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. მაღალმთიან აჭარაში საერთაშორისო მნიშვნელობის სხვადასხვა ტიპის ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ჩირუხში ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი მოეწყობა, რომლის საერთო ღირებულებაც 10 მილიონ ლარს შეადგენს.ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმის მიხედვით, ბათუმიდან 1,5 საათის სავალ მანძილზე ასევე მოეწყობა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრებით, ხიდებითა და ავთენტური წისქვილების სადემონსტრაციო სოფლით. აღნიშნული პროექტის ღირებულებაც 10 მილიონი ლარი იქნება. ამას გარდა, საბაგიროს მშენებლობის პროექტი მზადდება კურორტ გომარდულში.სოფელ შუახევში, ჯვარიმინდორის მთაზე აშენდება ტურისტული თავშესაფრები, რომლის ბიუჯეტიც 250 ათას ლარს შეადგენს და პროექტი ოქტომბრის ბოლოს უკვე დასრულებული იქნება.მთიან აჭარაში ახალი საპიკნიკე სივრცეები მოეწყობა>>აჭარის მთავრობის ცნობით, ასევე მიმდინარეობს ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებზე გარდამავალი საფეხმავლო-საველოსიპედო ბილიკის მოწყობა და აღნიშნული პროექტი ევროკავშირის ENPARD-ის მხარდაჭერით ხორციელდება. ეს პროექტიც ოქტომბერში დასრულდება, მისი ბიუჯეტი დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარია.
https://sputnik-georgia.com/20210707/evropaSi-yvelaze-grZeli-ziplaini-aWaraSi-aSendeba-252245939.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24889/13/248891303_237:0:3065:1777_1920x0_80_0_0_338c3b49bb42e65165193d8bec10c60a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, საქართველო
მაღალმთიან აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
18:14 18.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტები სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, დაგეგმილი სამუშაოების ნაწილი ოქტომბერში უკვე დასრულებული იქნება.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. მაღალმთიან აჭარაში საერთაშორისო მნიშვნელობის სხვადასხვა ტიპის ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა
ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ჩირუხში ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი მოეწყობა, რომლის საერთო ღირებულებაც 10 მილიონ ლარს შეადგენს.
ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმის მიხედვით, ბათუმიდან 1,5 საათის სავალ მანძილზე ასევე მოეწყობა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრებით, ხიდებითა და ავთენტური წისქვილების სადემონსტრაციო სოფლით. აღნიშნული პროექტის ღირებულებაც 10 მილიონი ლარი იქნება. ამას გარდა, საბაგიროს მშენებლობის პროექტი მზადდება კურორტ გომარდულში.
სოფელ შუახევში, ჯვარიმინდორის მთაზე აშენდება ტურისტული თავშესაფრები, რომლის ბიუჯეტიც 250 ათას ლარს შეადგენს და პროექტი ოქტომბრის ბოლოს უკვე დასრულებული იქნება.
აჭარის მთავრობის ცნობით, ასევე მიმდინარეობს ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებზე გარდამავალი საფეხმავლო-საველოსიპედო ბილიკის მოწყობა და აღნიშნული პროექტი ევროკავშირის ENPARD-ის მხარდაჭერით ხორციელდება. ეს პროექტიც ოქტომბერში დასრულდება, მისი ბიუჯეტი დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარია.